მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

ჟუჟუნა ლათიბაშვილი
ვარდისუბანი

75 წლის ჟუჟუნას მთელი თავისი ცხოვრება ისტორიულ ჰერეთში აქვს გატარებული. ეს ადგილი კავკასიის ქედის ძირში აზერბაიჯანს ესაზღვრება. მან ფანდურზე დაკვრა ადრეული ასაკიდან დაიწყო და ახალგაზრდობაში მას უყვარდა საკუთარი სიმღერების წერა.

 

ჟუჟუნას ჰყავს სამი ქალიშვილი, რომლებიც მასთან ახლოს ცხოვრობენ და დღეემდე მთელი ოჯახი ერთად ასრულებს სიმღერებს.

ვისი ხარ შვილი
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

ვისი ხარ შვილი

 

რა ვიხილე შენი სახე ელვარე

გულში ვიგრძენ სიყვარულის ღელვა მე

მსურს მოგიძღვნა მთელი ქვეყნის ვარდები, სიყვარულო

შეგეცვალო დარდები

/მე დღე და ღამე, არა მაქვს ძილი

მითხარ ლამაზო, ვისი ხარ შვილი/

 

ჩემში ანთებს ციურ ღამედ კვესება

ვემონები შენს კანონებს წესებად

მხოლოდ შენთვისა ვგალობდი, ავმღეროდი

უშენოდ მე ერთ წუთსაც ვერ გავძლებდი

/მე დღე და ღამე, არა მაქვს ძილი

მითხარ ლამაზო, ვისი ხარ შვილი/

 

გამო გამო ბუჩქებს ნუ ეფარები

დამანახვე ეგ ჟუჟუნა თვალები

/ვერ გავაღე შენი გულის კარები

ეკლები მჩხვლეტს, ახლოს ვერ გეკარები/

/მე დღე და ღამე, არა მაქვს ძილი

მითხარ ლამაზო, ვისი ხარ შვილი/

ხათაბალა
+ სიმღერის შესახებ

A joke song, poking fun at family members.

 

To hear another version of this song, visit the page of Givi Avlakharshvili.

+ ლირიკა

ხათაბალა, შაირი

 

დედაჩემი ჟარკოსა სჭამს, ჩემი და კი კატლეტსა

მამიჩემი ცივ ლობიოს, ჩამჩაც არაია

/ეს რა ხათაია, ხათაბალაია/

მამიჩემი ცივ ლობიოს, ჩამჩაც არაია

ეს რა ხათაია, ხათაბალაია

 

დედაჩემი პალტოს იცმევს, ჩემი და კი შუბასა

/მამიჩემის ძველ შინელსა კოფთაც არაია

ეს რა ხათაია, ხათაბალაია/

 

დედაჩემი ტუფლებს იცმევს, ჩემი და კი ბოტებსა

/მამაჩემის ძველ ქალმებსა, ტყლაპიც არაია

ეს რა ხათაია, ხათაბალაია/

 

დედაჩემი ავტოთით დადის, ჩემი და კი მანქანით

/საწყალი მამაჩემი ძლივღა დადის ქანქარით

ეს რა ხათაია, ხათაბალაია/

 

დედაჩემი ინიშნება, ჩემი და კი თხოვდება

/საწყალი მამაჩემი კი სამუდამოდა კვდება

ეს რა ხათაია, ხათაბალაია/

ორი გული მაქვს / ჩემო დედი
+ სიმღერის შესახებ

A medley of two songs: The first, a love song, and the second, a song about mother.

+ ლირიკა

ორი გული მაქვს / ჩემო დედი

 

ორი გული მაქვს, არ ვიცი

რომელს ვუმღერო მარადჟამს

/ორი გოგო მყავს, არ ვიცი

რომელს წავიყვან ცოლადა/

 

მთვარე შენს სარკმელს ანათებს

ოქროს სხივებით მორთულო

/გადმოიხედე მაჩუქე

ეგ შენი გული ორგულო/

 

* * * 

 

შენი თმების ჭაღარამ

ჩემი გული დაღარა

საყვარელო, ჩემო დედი

დედი, დედი

სულ მუდამ ჟამს მეყვარები

დედი, დედი

საყვარელო, ჩემო დედი

 

ვიმღეროთ, ვიმღეროთ

მშობელ დედას ვუმღეროთ

მშობელ დედის სიმღერა

აბა ვის მოსწყინდება

საყვარელო, ჩემო დედი

დედი, დედი

საყვარელო, ჩემო დედი