მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

ჟორა ხარაიშვილი
მშვიდობიანი

ჟორა სოფელ მშვიდობიანიდანაა. მისი სოფელი ჰერეთის ისტორიული ნაწილია. ეს ადგილი მდინარე ალაზნის გასწვრივ ნახევრად მომთაბარე მეცხვარეების ადგილსამყოფელია, რომელთაც ყოველ წლიურად გადაყავთ ცხვარი ხოლმე შირაქის საძოვრებიდან მთაში.

 

წყნარად მოსაუბრე ჟორა ყოველ წელს აკეთებს ღვინოს მისი ეზოს ფანჩატურის ყურძნიდან. ის იხსენებს სიმღერას იმ ერთი მწყემსისას, რომელსაც ის ყოველ დღე მღეროდა როდესაც ბიჭები სადილობდნენ მინდორში.

იორი შაირი
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

იორი შაირი

 

იორი ხომ იორიამ თბილისშია მტკვარი

მე მარურსა მარტყოფელი ვარ ჯერ არა ქალი

ვალენტიას გამოთხუეს გავხდი მათი რძალი

კიკოლას ბიჭი ვანია არის ჩემი ქმარი

 

კიკოლას ბიჭი ვანია არის ჩემი ქმარი

ჩვენს სახლის წინ დუქანია, კოხტა მიკიტანი

მე იმ მიკიტნელს შევუყვარდი გადამავლო თვალი

 

მე იმ მიკიტნელს შევუყვარდი გადამავლო თვალი

მოვიდა და ჩამიგორდა როგორც ჩემი ქმარი

ჩემს მაზლისწულს დაენახნა, მას გაუქრეს თავი

მოსულიყო ჩაეკეტნა მას გარედან კარი

 

მოსულიყო ჩაეკეტნა მას გარედან კარი

გასულიყო გაეტანა ტყუილი ამბავი

ვანო მინდრიდანაც მოდის ამრუშული არი

ადექ მარუსავ გამეცა არ შემაკლა თავი

ავდექ მეც გამოვეცალე ჰყვანდა ორი ძმანი

 

ავდექ მეც გამოვეცალე ჰყვანდა ორი ძმანი

არც იმათმა მომცა ბინა, ამიკეტა გზანი

ბოლოს ისევ ქმარმა მომცა თავის შესაფარი

თურმე ბინა მიტომ მომცა, სიკვდილის დრო არი

 

ვანო ბაზრიდან ამოდის, ღვინით მთვრალი არი

გვერდზე ჰკიდია ხანჯალი, გატეხილი არი

თოთხმეტ ალაგას რო დამკრა დადგას სისხლის ღვარი

მე რო ვანო დავინახე ჩავუკეტე კარი

ვანომ დანაც მოიხმარა შიამტრია კარი

თოთხმეტ ალაგას რო დამკრა დადგას სისხლის ღვარი

 

მე ხუთმეტ ალაგას დამკრა აღარ ჩანდა ტარი

წავიდა გამოესამლმა ვალენტიას რძალია

ქალებო ყველა გაფრთხილდით ვისაც გყავდეთ ქმარი

არავისზე არ მოსტყუვდეთ არ შეაკლათ თავი

შირაქში ერთი მეცხვარე
+ სიმღერის შესახებ

This song is about a young shepherd who has a nightmare that he will soon die and his flock will be harmed.

 

To hear another version of this song, visit the page of P'avle Burduli.

+ ლირიკა

შირაქში ერთი მეცხვარე

 

შირაქში ერთმა მემცხვარემ

სიზმარი ნახა ზიანი

ადგა და ბიჭას უამბო

ბიძა რომ ჰყავდა ჭკვიანი

 

წუხელის ბიძავ სიზმარში

ქარი ქროდა და ნიავი

მოგლიჯა ჩვენი ფარეხი

ზეცას გაჰქონდა გრიალი

 

ადექ და შვილო შინ წადი

შინ ხომ არა გაქ ზიანი

გაღმა მეჯოგეს გასძახეთ და

ლურჯა მოჰგვარეს ტიალი

 

გაღმა მეჯოგეს გასძახეს

ლურჯა მოჰგვარეს ტიალი

ზედ შაჯდა ბიჭი ფირუზი და

ფირუზი მხარბეჭიანი

 

აქედანა ალვანამდე

სამი დღის სავალი არი

დილით წაული ფირუზი და

საღამო ალვანში არი

 

შვილო რათ მოხველ ფირუზი

ეხლა ხომ დოლის დრო არი

დედი გაშალე ლოგინი

სულის ამოსვლის დრო არი

 

დედამ გაშალა ლოგინი

ლოგინი ატლასი არი

შიგ ჩაწვა ბიჭი ფირუზი და

ფირუზი მხარ-ბეჭიანი

 

გვერდით მოჯდა ლამაზი

ცხრა ნაწნავ გიშრის თმიანი

ახლო მოიწი ლამაზო

სულის ამოსვლის დრო არი

 

როცა ფირუზი კვდებოდა

ცა წითლდებოდა ჭკნებოდა

ცაში ნაფრენი კაჭკაჭი

სატირლად ემზადებოდა

თინა, გოდერძის ქალი
+ სიმღერის შესახებ

The story of Tina of the Goderdzauli family has been popularized in folk poetry throughout eastern Georgia. 

 

Tina was famous throughout the highlands for her beauty. It is said that her father built a tower in Akhadi just to protect his daughter from being kidnapped and forcibly wedded, which was customarily admitted at the time.  The tower did not stop a horde of Kist1 brothers from taking Tina away from Akhadi in an attempt to marry her to their younger brother in Chechnya. The legend says that a man from the Tadiauri family of Matura, the largest Pshav village at the time, finds the kidnappers on the pass and single handedly kills them all.

 

Multiple versions of this story exist, exchanging Kists for other neighboring tribes and placing Tina's tower in other villages in northeastern Georgia. There are multiple endings to the story, some having the hero marry Tina and others, like this one, having Tadiauri return Tina to her father.

 

1Referring to Chechens.

 

To hear another version of this song that includes a beautiful English translation, visit the page of Mariam Gorelashvili.

+ ლირიკა

თინა, გოდერძის ქალი

 

ქისტები ჩამოესახლენ

მთა-გორა ნასახლარზედა

შვიდი ვაჟკაციც გაზარდეს

არწივის ნაბუდარზედა

 

შვიდთავ უყიდეს თოფები

თითო დაჰკიდეს მხარზედა

წადი და შვილო იომე

ერთგულათა და მარჯვედა

 

ჩაუხტით ბარათაშვილსა

ქალი მოსტაცეთ ძალზედა

ვინც იმ ქალს ვერ წამოიყვანს და

ხელი შიახმეს მკლავზედა

ჩაუხტით ბარათაშვილსა

ქალი მოსტაცეთ ძალზედა

 

ქისტებმა ციხეც გასტეხეს

ბოლი ადინეს ქვაზედა

გამოიყვანეს ლამაზი

ცრემლიც ადინეს თვალზედა

 

წინ თუში შამოეყარა

ტყავი რომ ეცვა ტანზედა

ჰეი ქისტებო, სად მიგყავთ

ლომი ატირეთ გზაზედა

ეს ქალი საცოლოდ გვინდა

ლომ უდგა მარჯვნივ მხარესა

 

თქვენ თუ მაგ ქალსა წაიყვანთ

წვერი არ შემრჩეს ყბაზედა

შვიდი ქისტი, ერთი თუში

გავიდენ მოედანზედა

 

შვიდთავ დააჭრა თავები

კვდარი დააწყო მკვდარზედა

ადექ ქალუნავ წავიდეთ და

ვიაროთ და-ძმურადაო

ეს მამაშენსაც არ უთხრა და

მტერი დავხოცე გზასაო