მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

ბაბული ჯანგირაშვილი
არღუნი

ბაბული, რომელიც დაბადებით სოფელ არღუნიდანაა ამბობს ხოლმე რომ ''ის ყოველთვის იხიბლებოდა მუსიკით მონიჭებული სიხარულით.'' ბავშვობაში, მან მეზობელს ჰკითხა თუ ვის ჰქონდა ფანდური, რომ მისთვის ესწავლებინა სიმღერები და თან იხსენებს, რა ადვილად შეისწავლა ის სიმღერები, რომელიც მას ძალიან მოსწონდა. მას ახსოვს, როგორ ვერ ჩერდებოდა ხოლმე წყნარად სკოლაში, რადგანაც ის სულ მოძრაობდა და მღეროდა.

 

დღეს მას ხუთი შვილი ჰყავს, ასევე, ერთი ძროხა და ღორი. ის ხშირად დადის ტყეში სოკოს საკრეფად, რომელსაც მერე კვირაობით სოფლის ბაზარზე ჰყიდის. როცა ვთხოვეთ ემღერა, ბაბულიმ მხიარულად გვითხრა: ''მე მყავს შვილები, შვილიშვილები, სახლ-კარი. მაქვს სამუშაო და არც ზარმაცი ვარ. არ მაქვს მიზეზი, რომ არ ვიმღერო!''

თბილისო
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

თბილისო

 

ათას ხუთასი წლისა ხარ

გრიალებს შენი სახელი

/სამგორში ფესვი გაიდგი

დიღმის მინდრებზე გახვედი/

 

თბილისო როგორ არ გაქო

/შენ ჩემო ლამაზო დედაქალაქო/

 

შენ სულ სხვა გვარი ფერი გაქვს

სხვა ზურმუხტი და ლალები

/სამშობლოს ნატვრის თვალი ხარ

თბილისო გენაცვალები/

 

თბილისო როგორ არ გაქო

/შენ ჩემო ლამაზო დედაქალაქო/

სამასი არაგველი
+ სიმღერის შესახებ

This song is about three-hundred men from the highlands along the Aragvi River who gathered together in 1795 and fought the battle of Krts'anisi against the invading Qajar Army.  They pledged to fight until their death, and only a few returned home. Many famous Georgian authors have paid tribute to the men in their writing. In 2008 they were canonized as martyrs in the Georgian Orthodox Church. 

 

To hear other versions of this song, visit the pages of Neli Bugechashvili and Didebai Ensemble.

+ ლირიკა

სამასი არაგველი

 

ჩოქით მოვდივარ კრწანისით

თქვენ სადიდებლად გმირებო

თქვენი დაღლილი თვალების

დაკოცნას დავაპირებო

 

მტრის ურდოს ჯიქურ ეკვეთნენ

ნაპერწკალს ყრიდნენ თვალებით

ძაღლიკაც ჯიშის ხევსურნი

გოგოთურივით ფშავლები

 

ვაი რომ დაიხოცენით

მიტოც დაგეცათ ლაშქარი

თქვენ ომ გადახდილ რაინდებს

ღიმით ვერ შეხვდა ლაშქარი

 

ვეღარ აანთეთ კერაზე

მიბნელებული ბუხარი

არაგვეთ ვეღარ დალიეთ

არაგვის წყალი მქუხარი

 

ფეხი ვერ დადგი ერთხელა

საკუთარ კერის ზღურბლზედა

ვეღარ გაკოცათ დედამა

დაჭრილ დაკეჭნილ შუბლზედა

 

ეხლა რომ წამოგახედათ

თვალი მოავლოთ ველებსა

ვეღარც კი იცნობთ სამშობლოს

ვერც ახალანდელსა ველებსა

 

ლომებს და ვეხვებს ჯობიან

ალგეთს ლეკვები მგლისანი

ისე არ ამოსწყდებიან

ჯავრი არ სჭამონ მტრისანი

ფშავის მთებიდან მოვედით
+ სიმღერის შესახებ

A patriotic song about the Soviet Union.  Ilia Zakaidze1 sang this song, except for the last verse that Babuli sings here. 

 

1Ilia Zakaidze (1924-2008) was one of the most famous Georgian singers of the 20th century. 

+ ლირიკა

ფშავის მთებიდან მოვედით

 

ფშავის მთებიდან მოვედით

არაგვის ნაპირებიდან

თან მომყვა მთების სილაღე

ლაღი არწივის ფრთებითა

 

სალამი ახალგაზრდობას

ჩემი ლამაზი მთებიდან

/ენამც ნუ დაგეღალებათ

დედა სამშობლოს ქებითა/

 

თან მომყვა მთების სილაღე

თქვენი ზეიმის ზიარად

ჩვენი სიმღერების ხმაზედა

კლდის ლოდებს შეაზრიალა

მთებიც ამღერდნენ ფანდურად

არაგვი აახმიანეს

/ბანს ეუბნება ბუნება

საბჭოთა ადამიანებს/

 

შენ გემივით ნათელავნო

ბნელი დაფლითა წყვდიადი

აყვავდა ია ვარდითა

მთების გულ-მკერდი ზვიადი

ნაბიჯ-ნაბიჯით გავთელეთ

როგორც მეცხვარის ნაბადი

/მწვანე ველს შემოუსიეთ

თეთრი ფარების ნაკადი./