მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

ვალოდა ძიძიშვილი
ქერანა

ვალოდა, ხშირად დგას მაღალმთიანი სოფლის ქერანას ეკლესის კარებჭესთან, რომელსაც ის უვლის ყოველ დღე.

 

სიმღერები, რომლებიც ვალოდას შესრულებით ჩავწერეთ, მისი დაწერილი შაირებია. კეთილი გამოხედვით და მშვიდი ქცევით ვალოდა ყოველთვის მზადაა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას საათობით იმღეროს და უკრას ხოლმე თავის ფანდურზე.

 

მისი ჩაწერა შესრულებულია მაისის უჩვეულოდ ცხელ დილას, გაზაფხულის ახლად შეფოთლილი დიდი მუხის ჩრდილ ქვეშ. 

ვალოდი შაირი
+ სიმღერის შესახებ

 

 

 

+ ლირიკა

ვალოდა შაირი

 

ამოგთქომ ლექსო, ამოგთქომ

თორემ იქნება ვკვდებოდე

/მაგრამ შენ ჩემსა სახსოვრად

ამ ქვეყნაზე რჩებოდე/

 

კოხტა ბიჭი ხარ ვაოლოდი

კოხტა გიხდება წვერია

/ქალების მოსიყვარულე, ღვინო არაყის მსმელია/

ეხლანდელსა პროკურორსა ვერ გამააქვს განაჩენი

/გოგო მე შენ გენაცვალე, დედაშენ კი მამაშენი/

ცხვარში ვიყავ არხილოსა, უწყევლია დედილოსა

/ხომ გერჩივნა შვილო სახლში,

ლამაზ ქალთან გეძინოსა/

/ფეხი ფეხზე გადაგედოი, ძუძუ ხელში გეჭიროსა/

ჯარისკაცი შიაირი
+ სიმღერის შესახებ

In this joke song, Valoda recalls the time as a young man when he was called from his village in Georgia to serve in the Soviet Army.

+ ლირიკა

ჯარისკაცი შიაირი

 

ჰეი თქვენ ჯავახიანნო, გაუმაძღარნო ძილითა

/ვირები მგლებმა გარეკეს,

გარმონითა და სტვირითა/

უკან კი კობა მიზდევდა, თავისა ლულა თოფითა

სამჯერ ესროლა ზედიზედ, თოფი ჭექამდა მოთქმითა

შვილმა კი თავი შესწირა,

დედა დაბრუნდა ოხვრითა

დაჭრილი არის მძიმეთა, ვეღარ გამოდის კარშია

ექიმის ხელი სჭირდება, მკურნალი უნდა სახლშია

ტრაგიკულად დაიღუპა, თავი შესწირა ჯარშია

 

მაგრამ მემდურის პატრონსა გურამას

რომ გადააგდო ხრამშია

/მთელი შრომა და ამაგი, გადაუყარა წყალშია/

 

უნდა მოგიყვეთ ამბავი, ამ მიმდინარე ხნისაო

ექვსი თვე იყო გასული, ორმოცდათექვსმეტ წლისაო

გამოგვიძახეი სალდათში, ოცი ცხრამეტი წლისაო

შე ძიძიშვილო ვალოდი,

შენც ხო ხარ მაგათ ხნისაო

/შენც მოვალე ხარ ჯარისა, კანონის დანახვისაო/

აღმასრულებელი გეძებს, დამჯდარა კალოს პირსაო

უწყება მოეტანია, კითხულობს ძიძიშვილსაო

შაფათ მივიღე უწყება, კვირას ვიყავი მზათაო

ვემშვიდობები მშობლებსა, დედა დეიდაშვილსაო

და თან მილოცავდნენ გზებსა, წესია მშობლებისაო

ჩავსხედით მატარებელში თბილისში,

საათის თერთმეტისაო

/დაიძრა მატარებელი, ხმა ისმის ბორბლებისაო/

ცხრა დღე და ღამე ვიარეთ, ძირი აქ ხმელეთისაო

/მაგრამ გამოჩნდა კრიშები,

კრიშები ძერჟივსკისაო/

საათით დაგვაძინებენ, წუთით ზომავენ ძილსაო

როცა რო მოვა ის წუთი, დანიშნულ უფროსისაო

/დეჟურნი სწრაფათა ყვირის, პადიომ ადგომისაო/

შოთა ხუციშვილი შაირი - გივი გალეგაშვილი შაირი
+ სიმღერის შესახებ

A medley of two joke songs. The first, Shota Khutsishvili, is about the state of the economy. The second, Givia Galegashvili, is about the director of Valoda's collective during communist times.

 

+ ლირიკა

შოთა ხუციშვილი შაირი

 

ჩვენსა მეურნეობაში რეები არ ხდება

/ლალიაშვილმა სვანიძეს შააფურთხა ზედა/

დაერივნენ ერთმანეთსა, და უკურთხეი დედა

ასიათას მანეთშია, მოუვიდათ კონტრა

ვეღარ გაყვეს ლევი ფული, ჩხუბი მასზე მოხდა

თავს მართლულობს ქარსელაძე, როგორც დირექტორი

ასიათას მანეთშია, უწერია ხელი

დიდი ხნის გამოცდილია, სტაჟიანი მგელი

ესეთ მეურნეობასა, მოდი გაუძელი

ასეთ ხაზეინობასა, მოდი გაუძელი

აღარაფერი აღარ დარჩა, ჩვენთან შაუჭმელი

ყველაფერი გადაჭამეს, ცხვარი, ძროხა, ღორი

მართალია ეს ამბავი და არ არის ჭორი

რაიონის გვერდში არის, და არ არის ჭორი

აბა ჩვენთან გამოგზავნეთ ერთხელ რევიზორი

თუ ხუციშვილ გამაიგზავნით,

აღარ გვინდა არაფერი

მალე მასწვავს მაგ საქმესა

ბიჭი არი არღუნელი

 

გივი გალეგაშვილი შაირი

 

შენზე ლექსი დაიწერა

გალეგაშვილო გივია

ღამე რო ტკბილად გეძინა

რად გაიმწარე ძილია

დირექტორად რომ გახველი

თავს მოიხვიე ჭირია

შენ დირექტორად ვერ შეეძლებ

კაცი ყოფილხარ რბილია

აქ ისეთი კაცი გვინდა

შრომაში გამოცდილია

სულ ყველა მგლად გადაიქცნენ

ფერმებში აქვთ ყვავ-ყორნები

გინდა ვთქვათ ბრიგადერებზე

გაუმაძღარი ღორები

დაჭამეს მთელი მინდვრები

თივით ნაქები გორები

/და დღეს მშივრები ბღავიან

მეურნეობის ღორები/?

 

+++

 

დადნი გოგო, დადნი გოგო

დადნი გოგო, ლამარა

/მენა შენი ყურებისგან

უკვე გავხვდი ავარა/

დუშეთის მეურნობის ქერი სჩივილი
+ სიმღერის შესახებ

This is a satirical joke song. The song personifies a field of barley. It tells of when, during the Soviet Union, it was publicized that local economies (like the one in Dusheti where Dzidzishvili is from) were flourishing, when in fact people were starving.

+ ლირიკა

დუშეთის მეურნობის ქერი სჩივილი

 

აი რას სჩივის ქერიო

რომ შაიცვალა ფერიო

არ გინდოდით რად დამთესეთ

როდის გეუბნებოდით

ისევ ის დღე დამიდგება

რაც შარშან მიშვრებოდით

 

კომბაინი არა გქონდათ

დაიმაზე სცდებოდით

/მუშამ ცელებით გამთიბა

ერთმანეთში ვხვდებოდით/

 

/თქვენ კი ცეცხლი მომიკიდეთ

დახე რასა შვრებოდით/

 

ჩემი ცოდვით ქვა იწვება

ცაში სწვდება ალია

/რას მიჩადით დირექცია

ეს ხომ თქვენი ბრალია/

 

გადამბუგეთ გაიხარეთ

მაშ დაუკართ დაირა

/თავის ხელით ცეცხლს მიკიდებს

თედუა და ზაირა/

 

ისევ ბრიგადელად არი

ჩვენი გოგო ზაირა

/ისევ დაწვას ველოდები

თუ დაუკრეს დაირა/

 

მეხანიკი თავს მართლულობს

კოხტა ბიჭი რაული

განა ფიქრობს იმ ამბებსა

რო აქვ დანაშაული

ცოტა ფული უშოვნია

ერთი ორი შაური

 

ეკონომისტი რას იტყვის

ასლამაზი ლენა

თავის საქმე კარქა მაიყავ

წყნარად არის მელა

სწორე პასუხ კი არ გაგცემს

ასლამაზი ლენა

 

/თუ ჭკუაში არ დაუჯდება

ცერა თითის ბღვერა/

 

ჩვენი კანტორის მუშები

კონიაკსა სვავენ

/თუ რევიზორი მივიდა

რბილ სკამზე დაისვამენ/

 

ვინ მიუვათ რევიზორი

ხუციშვილი შოთა

/იმას უფრო მაგრა უყვარს

კონიაკის ბოთლა/

 

სად წავიდე აღარ ვიცი

ვნახო სამართალია

პროფკავშირებში შაველი

შავაბრალე თავია

პროპფკავშირის თავმჯდომარეს

მოწყალებით შავხედე

 

იმანაც კი დამატია

ერთი ამას შაიხედე

შე ოხერო გაგვეცალე

გაგვიწყალე გული

ეხლა ქერი ვიღას გვინდა

ყველასა გვაქ ფული

 

/ისევ ისე მინდორში ვარ

დამწვარ დადაგული/

 

ვეღარ გეტყვით რატომ არის

აღარა მაქ გაგება

/თესამენ და აღარ უნდათ

ბოლოი ჩემი აღება/

 

ვეღარაფერ ვეღარ გეტყვით

გამიფუჭდა გუნება

/ქაღალდებზე იწრება

გეგმების შესრულება/

ამასა ვჩივი ქერიო

რომ მამივიდეეს მტერიო

პეტა ლაგაზაშვილი შაირი
+ სიმღერის შესახებ

This joke song tells the story of the trouble a thief named Pet’a gets into when he steals lambs from a shepherd travelling with his flock.

+ ლირიკა

პეტა ლაგაზაშვილი შაირი

 

ლექსის სიმართლეზე გადის

გინდ შეხვდეს ქვა და რკინა

ლაგაზაშვილმა პეტამა

რა საქმე ჩაიდინა

 

ლაგაზაშვილმა პეტამა

რა საქმე ჩაიდინა

ცხვარს მოუყვება გზაზედა

მოაქვს მწყემსების ბინა

მორეკება მანქანას

მოეჩქარება შინა

 

კარქა უჯერებს მანქანას

სტარტელ ტორმუზი პედალი

იფიქრა ბატკნებ დავჰყიდი

ჯიბეი დავარტყა მენდალი

 

ნარიმანიძე ნიკოსა

კომბალი უდევ მხარზედა

შეხედე თავი ბატკნებსა

ნახა სხვის მანქანაზედა

 

სად მიგყავ ჩემი ბატკანი

ან ხო არ შასცდი ჭკუაზედა

ვიყიდე ჩვენა მიტუა

რომ მოვდიოდით გზაზედა

ნარიმანიძე მიტუა

შაუხტა მანქანაზედა

 

თუ იყიდე ვით მე ვიცი

ეხლა მოგიყვან ჭკუაზედა

მალე აღმოჩნდა მანქანა

ყაზბეგის შესავალეზდა

მივიდა და გააჩერეს

ზედ მილიცის კარზედა

 

ლაგაზშვილ პეტაო

ეხლა გეტირა დედაო

აღარ გიჭირსა მანქანას

სტარტელ ტორმუზი პედალი

მილიციაში აღმაჩნდი

გასრულდა ჯიბის მენდალი

ტონჩალებზე შაირი
+ სიმღერის შესახებ

A joke song about a local woman named Sopik’owho tires of her husband and seeks the companionship of many local men.  Valoda warns us that this song contains profane language.  

+ ლირიკა

ტონჩალებზე შაირი

 

სოფიკო ვარ რიკოთელი მშვენიერი ქალი

/ტონჩაშია გამოვთხოვდი, გავხდი იმათ რძალი/

 

აბა რა ვქნა ნუ მამტყუვნებთ, არ მივარგა ქმარი

როცა დავწვებით ერთადა ძაან მძინარა არი

 

ლაგაზაშვილი არჩილა საძაგელი არი

თურმა იმას მეეწონა ჩემი ტურფა თავი

გამიცინა გავუცინე და ჩამიკრა თვალი

 

იმან მაშინ ისარგებლა უარი ვერ ვუთხარი

ავდე გულში ჩავიკარი შემაყვარა თავი

იმის ცოლმა რომ გაიგო, თავს დეეცა ზარი

 

ჩემი ქმარი დღეის შემდეგ ჭკუაზე ვეღარ არი

სოფიკოზე გადამცვალა ხალხში მამჭრა თავი

 

სოფიკოზე გადამცვალა ხალხში მამჭრა თავი

აბა რას იზამ ეთერო, წესი ესე არი

ადექ და შენც იმი ქმარ წაიყე

ის საი მკაცრი არი

 

მოდი ეგრე გაგამხნევოს როგორც სკოლის ზარი

სულ დაგავიწყოს აჩიკო მისი ხმელი ტანი

ვანუშასაც გაუგია ხერკელაძე არი

ერთ დღეს მოიდა და მითხრა ავათა მყავ ქალი

 

ბევრ რამესა მპირდებოდა შამაყვარა თავი

ავდექი და შავიყვარე უარი ვერ ვუთხარი

იმი ცოლმაც რომ გაიგო თავ დეცა ზარი

 

მეზობლებში გამუარდა არღუნელი ქალი

ჩემი ვანო დღეი შემდეგ ჭკუაზე ვეღარ არი

სოფიკოზე მეც გამცვალა ხალხი მომჭრა თავი

 

გურამა ბოსტნის ხარსაი გავ შავგვრემანი არი

ერთ დღეს მოიდა და მითხრა ავათა მყავ ქალი

შამანანა შამაბრალა გარუჯული თავი

 

ავდექისა შავიყვარე უარი ვერ ვუთხარი

დედაკაცი მოუწამლე დღესაც ავათ არი

გურამაც გადარეულა ჯანზე ვეღარ არი

 

ღვთისუა შამამებღატა ლაგაზაანთი

როგორც მსუნაგი კატა

/ისე მიყვარხარ სოფიკო

როგორც რო მწიფე პანტა/

 

გადმოვიდა სისაური როგორც ჭუკის ინდაური

რიგში დადგა სისაური როგორც ჭუკის ინდაური

 

ეს კოკაშვილი არჩილა ფერმი გამგე არი

პეტას მანქანით მოვიდა, ღვინით მთვრალი არი

სოფო კორმა მოგიტანე, კარქა ბლომათ არი

 

გენაცვალე მეტათ მიყვარს შენი ტურფა თავი

თუ გიყვარდით ჩემო არჩილ, რატო არ მითხარი

შაიპატიჟა სახლშია და მიართვა სკამი

პეტა გარეთ ელოდება, ნაღვლიანი არი

გოგო შავთვალა შაირი - შირაქის მარია შაირი
+ სიმღერის შესახებ

A medley of two joke songs. The first, Gogo Shavtvala, Valoda learned from his ancestors. It is about a man courting a woman, insisting that if she tells her mother they want to get married, he will buy things for her family members. The second, Shirakis Maria, is a joke song about a fight between a farmer and locusts.

+ ლირიკა

გოგო შავთვალა

 

/გოგო გოგო შავთვალა

ბიჭმა შამოგითვალა/

ესე რატომ მაწვალებ

ან ჰო მითხარ ან არა

 

უთხარ გოგო დედაშენსა

ნუ გვალოდებს ერთმანეთსა

შენ კოხტა ტუფლებ გიყიდი

დედაშენ კი კალოშებსა

იმ მამაშენსა მოხუცსა

მუჭით მივცემ მანეთებსა

 

 

შირაქი მარია შაირი

 

შირაქში ერთი ქალია

მთელი შირაქის თვალია

თუ კარგად გინდა გაიგო

სახელი ჰქვია მარია

 

რის ბეჩაობით დავზარდე

ათი თორმეტი ვარია

ისაც ძერამ დამიჭამა

დავრჩი ხელცარიელია

 

ავდექ და გუთანზე მივღე

შავობი ერთი ხარია

მთელი დღე იმას მოუნდენ

მამიხნეს ათი კვალია

ავდექ და ყანა დავთესე

სუ ამოსულა მხალია

 

წავედი სანახავათა

სუ დახვევია კალია

გადავხტი მეზობლი ბაღში

მოვაძრე დიდი სარია

გადუხტი კალიებსა

ვიძახდი განიგანია

 

ერთი კალია ვიქვეშე

ტიკივით ვაჭანჭყარია

დაბლიდან მეხვეწებოდა

/გამიშვი გენაცვალეა/

არ არი ჩემი ბრალია

გავუშვი და მომაძახა

შენ აგიძაღლდეს მკვდარია

დედას გიტირებ კალია

თუ სადმე მოგასწარია