მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

ია თოფალაშვილი
ქოთოქლო, აზერბაიჯან

ია აზერბაიჯანში ცხოვრობს, საზღვრიდან 25 კილომეტრი დაშორებით. იას სოფელი ქოთოქლო ძირითადად ქართველებითაა დასახლებული. ის იზრდებოდა სიმღერით და ისწავლა სიმღერები მისი უფროსი დისგან ციცინოსგან, რომელიც ასწავლიდა ფანდურს ადგილობრივად.

 

მის ბავშვობაში, როცა საქართველოც და აზერბაიჯანიც საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები იყვნენ, ადვილი იყო მოგზაურობა სასწავლებლად თუ ფესტივალებზე მონაწილეობის მისაღებად. 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან სავიზო წესების შემოღებით და ახალი საზღვრების გავლების გამო მოგზაურობა გართულებულია.

 

დღეს, იას ორი პატარა შვილი ჰყავს და საკუთარი ლამაზი, ყვავილებით მორთული ეზო, სადაც ასევე წითელი წიწაკაც მოჰყავს. 

ინგილური სიმღერა
+ სიმღერის შესახებ

ქალ-ვაჟის სატრფიალო, ინგილური დიალექტურად.

 

+ ლირიკა

ინგილური სიმღერა

 

არ მინახი შენჟურ ქალ

ვერ დემეღწევ ჩემ გულშ ხარ

ჰა ჟიხარა ქალო სახლშ

ცოტა ხნიბე გომოი კარშ

 

არ მინახი შენჟურ ქალ

გულყივაში გამიჩნდა

რა ჟიხარა ქალო სახლშ

პიწა ხნიბე გომოი კარშ

 

გადაი კაი ჟუღაბ გებნებ

მე შენთან ვეღარ დავდგებ

რა ბევრია სოფელშია ქალებ

ნუ მეხვეწებ წაი გებნებ

 

არ მინახი შენჟურ ქალ

გულყივაში გამიჩნდა

საკოცნელა მაინც გამიშ

თუ დადგომაი აღარ გინდ

 

 

თარგმანი:

 

არ მინახია შენნაირი ქალი

ვერ გამექცევ ჩემ გულში ხარ

რა სუზიხარ ქალო სახლში

ცოტა ხნით გამო გარეთ

 

არ მინახავს შენნაირი ქალი

გულში ჩამივარდი

რა სუზიხარ ქალო სახლში

ცოტა ხნით გამოდი კარში

 

ბიჭო კარგ სიტყვას გეუბნები

მე შენთან ვეღარ გავჩერდები

სოფელში ბევრი ლამაზი ქალია

ნუ მეხვეწები წადი გეუბნები

 

არ მინახავს შენნაირი ქალი

გულში ჩამივარდი

საკოცნელა მაინც გამიშვი

თუ ჩემთან აღარ გინდა

შეყვარებულზე დარდები
+ სიმღერის შესახებ

A song of unrequited love.

 

The last verse in this poem is also found in Didebai Ensemble's ''Mokheuri Shairi.''

+ ლირიკა

შეყვარებულზე დარდები 

 

მთაში იები მოვკრიფე

ჩამოვიტანე დამჭკნრები

უი რა ძნელი ყოფილა

შეყვარებულზე დარდები

 

მალ-მალ ნუ მიცქერ თოლებში

სიყვარულს შაგვატყობენო

დაგვაშორებენ ერთმანეთს

თოვლივით დაგვადნობენო

 

ქალო ისეთი თეთრი ხარ

როგორც საყდარში კირიო

მალ-მალე მომაგონდები

ჩამოვჯდები და ვსტირიო