მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

მაყვალა წიკლაური
ზემო ქედი

1944 წელს, მუსიკალურ ოჯახში1 დაბადებულ მაყვალა წიკლაურს დიდი წვლილი აქვს შეტანილი თავისი სოფლის, ზემო ქედის მუსიკალურ ცხოვრებაში.

 

აზერბაიჯანთანან ახლომდებარი შირაქის ველის სოფელ ზემო ქედი ძირითადად მთიულებით არის დასახლებული მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, როცა მთის ხალხი ბარში იქნა ჩამოსახლებული და მიეცათ მიწის ნაკვეთი და მუშაობის საშუალება.

 

ბავშვობაში მაყვალა ხშირად იღებდა მონაწილეობას კულტურის სახლის მუსიკალურ, თეატრალურ და საცეკვაო ღონისძიებებში. 1964 წელს, 20 წლის ასაკში თავადაც აქ დაიწყო მუშაობა. 1971 წლისთვის ის უკვე გუნდის და ორკესტრის ხელმძღვანელია. ამ სამუშაოს ის დიდი მოწიწებით და მადლიერებით ასრულებდა 43 წლის განმავლობაში.

 

მაყვალას და მისი გარდაცვლილ მეუღლეს, პოეტ და მუსიკოსს გოგია კავთიაშვილის (1937-2011) მრავალი სიმღერა აქვთ ერთად შექმნილი.  მათმა თანამშრომლობამ დაბადა ბევრი უბერებელი და ლამაზი სიმღერა, მრავალი მათგანი ამ გვერდზე შეგიძლიათ მოიძიოთ.

 

მაყვალას, ამ და ბევრ სხვა ჩანაწერებში უერთდებიან მისი მეგობრები: გივი ლაზვიაშვილი (ვოკალი), თამარ ქავთარაძე (ვოკალი), თამუნა კობაიძე (ვოკალი) და გია ქავთარაძე (ბას ფანდური და ვოკალი).

 

ზემო ქედის სხვა შემსრულების მოსასმენად, ესტუმრეთ იზოლდა ნამგალაურის პროფილს.

 

1ეწვიეთ ანსამბლ ''მანდილის'' და ნატო წიკლაურის პროფილს მაყვალას და მისი დის ნატოს სიმღერის მოსასმენად.

ქალო ხალებით ნაქარგო
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო. ტექსტი & მუსიკა: მაყვალა წიკლაური

+ ლირიკა

ქალო ხალებით ნაქარგო                  

ტექსტი & მუსიკა: მაყვალა წიკლაური

 

ქალო ხალებით ნაქარგო

ჭიამაიას დარადა

ცერ მარგალიტებს ნუ ფანტავ

ბედი მოგადგა კარადა

 

კი არ დახვალ დაგოგომანობ

თმა გიღელავს როგორც ყანა

ვენაცვალე მე შენ გამჩენს

ვინც ამ ქვეყნად მოგიყვანა

 

ნეტავი ჩემი გაგხადა

არ დამტოვებდე ცალადა

ნუ გამხდი ბედით დაჩაგრულს

მართლა კორბუდა დარადა

 

ჰო და შენ ტკბილად იძინე

მე უნდა ღამე ვათენო

შენ ჩემო უბრალოებავ

შენ ჩემო ბედის სანთელო

კახეთო
+ სიმღერის შესახებ

სიმღერა კახეთზე.

+ ლირიკა

კახეთო

 

როს გაიფურჩქნება ია და ენზელა, მაისის დილასო

მაშიმ მერცხალი ჩამოუქროლებს, ალაზნის პირასო

 

სამოთხის კუთხია, ედემის ბაღნარი, მოდი და ნახეთო

როგორ არ გიმღერო, როგორ არ შეგაქო, ჩემო კახეთო

 

შირაქის ველო, ალაზნის ველო, ამწვანებულო

კახურო სუფრავ, კახური ღვინით, დამშვენებულო

 

ჰე ჰე ჰარი ჰარალე

 

გთხოვ ჩვენი მხარეც მოინახულოთ, თუნდაც წამიერ

და მოისმინოთ ტკბილი ქართული მრავალჟამიერ

 

კახელი გლეხიც მოინახულეთ მხრებ გამართული

და აქ იხილეტ ცეკვა თამაში ძველი ქართული

 

ჰე ჰე ჰარი ჰარალ

ჩემი სახელი ქარო
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

ჩემი სახელი ქარო

 

მართლა მეძახდი თუ უცებ დაგცდა,

ჩემი სახელი ქარო

შენ ჯერ ბავშვი ხარ, და მეშინია,

არ შემიყვარო ქარო

მე მეშინია არ მოიხიბლო,

ამ დანგრეული გზებით

ამ აწეწილი ჩემი ცხოვრებით,

ღელვით წუხილით გზნებით

 

წადი იქროლე ძლიერ ბევრია

ვინც ჩემზე უკეთ უკეთ გალობს

არ ვიცი გზა ხომ არა გერია

ო აქ რა გინდა, რა გინდა ქარო

 

ცხვაგან შუქებიც ბევრი უნთიათ,

სახლიც დიდი აქცთს ხაროც

ცხოვრება მათთვის საპნის ბუშტია,

შენ თუ დაბერავ ქარო

მე კი უხედნელ ველურ რაშივით,

ვღელავ ვინთები ვცხარობ

სულ სხვა ქარიშხალს ვეთამაშები,

არ შემიყვარო ქარო

 

წადი იქროლე ძლიერ ბევრია

ვინც ჩემზე უკეთ უკეთ გალობს

არ ვიცი გზა ხომ არა გერია

ო აქ რა გინდა, რა გინდა ქარო

რა დილა უნდა გათენდეს
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

მუსიკა & ტექსტი: გოგია კავთიაშვილი

+ ლირიკა

რა დილა უნდა გათენდეს

ტექსტი და მუსიკა: გოგია კავთიაშვილი

 

რა დილა უნდა გათენდეს

ან რა საღამო დადგება

რომ შენი სარკმელის გვერდით

არ ჩავიარო განგება

 

სანამ თვალს დაგკრავ დაგლანდავ

გულ საგულეში ქვავდება

მუხლი ჩქარობს და გზა თითქოს

არ სწყდება არა თავდება

 

თუ ვერ გიხილე იქ მდგარი

სადაც გჩვევია პირიმზეს

გზას აგიჭრელებ ტარებით

ათასგან დავქნი ბილიკებს

 

შენი ფანჯრების დარაჯებს

შენს ამბავს ვკითხავ ტირიფებს

ვიცი სიმართლეს მეტყვიან

ეჭვს გადმიყრიან ქილიკებს

 

ფოთლებს აჰკრეფენ ტოტიდან

სარკმელს ახდიან ბადესა

უსიტყვოდ დამანახვებენ

შენს მომღიმარე ბაგესა

 

და მერე თუნდაც მთელი დღე

სახლს ვიყო მიჯაჭვებული

თვალებში ლანდად ჩამრჩება

ეგ სახე გაღიმებული

დედა
+ სიმღერის შესახებ

სიმღერა დედაზე.

ტექსტი: გოგია კავთიაშვილი

მუსიკა: მაყვალა წიკლაური

+ ლირიკა

დედა

ტექსტი: გოგია კავთიაშვილი

მუსიკა: მაყვალა წიკლაური

 

დედავ შენი იავნანა

ახსოვს აკვანს სახლის კერას

შვილებს როდი მოგვწყინდება

შენი ტრფობა შენი მზერა

 

მახსოვს დედავ თბილად ტკბილად

აკვანში რომ მიმღეროდი

მაშინდელი ტკბილი ნანა

ახლაც მესმის ჩემო დედი

 

იყავი სვებედნიერი

ნუ შედრკები იყავ მხნედა

ყველა შენ შემოგნატროდეს

საყვარელო ჩემო დედა

კაცო ქართველო
+ სიმღერის შესახებ

ტექსტი: გოგია კავთიაშვილი

მუსიკა: მაყვალა წიკლაური

+ ლირიკა

კაცო ქართველო

ტექსტი: გოგია კავთიაშვილი

მუსიკა: მაყვალა წიკლაური

 

 

ცა შავად რად იღრუბლება

რად წევს ბურუსი ნისლისა

ეკლესიიდან რად ისმის

ზარის ძახილი რისხვისა

 

კაცო ქართველო, რად ზიხარ

ხმალს რადა ლესავ ვისთვისა

ნუთუ ქართველებს ქართველის

გაღება გვინდა სისხლისა

 

არა მჯეროდა ნათქვამი

არასდროს დამიჯერია

რომ ქართველს ქართველის გული

ოდესმე ხელში სჭერია

 

ალბათ ვერსაით წაუვალთ

ჩვენს წინაპართა ჩვევასა

ქიშპობას ერთურთისასა და

ერთადვე პირჯვრის წერასა

დღეს სად იქნები
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

 

ტექსტი: გოგია კავთიაშვილი; მუსიკა: მაყვალა წიკლაური

+ ლირიკა

დღეს სად იქნები    

ტექსტი & მუსიკა: გოგია კავთიაშვილი

 

დღე რად დამიბნელე დღეს რად მემალები

რად არ მეჩვენები რად არ გებრალები

რად არ მომანატე, შენებრ ნაღვლიანად

დღეს შენი ლამაზი შავი თვალები

 

მე დღეს შენ დაგეძებ, დღეს შენზედ ვლოცულობ

ხატის წინ სანთლების ალში მელანდები

ნუ წახვალ ნუღარსად, ნუ წახვალ ჩემო კარგო

ნუ წახვალ თორემ დამეკარგები

 

რატომ მაშინებს შენთან განშორება

ან რატომ მატირებს მე შენზედ ფიქრები

თუ მიმატოვებ იცოდე კარგო

ამ ქვეყანაზე სულ მარტო ვიქნები

 

როგორ მომენატრა დღეს შენი ნახვა

როგორ მომეძალა დღეს შენზე ფიქრები

ნეტავ ვიცოდე, ნეტავ ვიცოდე

ნეტავ ვიცოდე, დღეს სად იქნები

მთაო ხატების სავანევ
+ სიმღერის შესახებ

ტექსტი & მუსიკა: გოგია კავთიაშვილი

 

The northeastern highlands of Georgia are home to many ancient shrines and places of prayer that are still worshipped today. This song speaks of four of these highlands (PshaviKhevsuretiMtiuleti and Gudamaqari) and of the ancestors that tended to these sacred spaces. Maqvala's family comes from Gudamaqari.

+ ლირიკა

მთაო ხატების სავანევ

ტექსტი & მუსიკა: გოგია კავთიაშვილი

 

მთაო ხატების სავანევ

ღმერთი გმფარველობთ თავადა

თქვენს სადიდებლად ამოვალთ

სანთლებით სალოცავადა

 

ნუ დაგვიბარებთ მლოცველთა

ხატის კარს მოვალთ თავადა

ამოვიმძღვარებთ კურატებს

შესაწირთ დასაკლავადა

 

ჯვარო წინაპართ ნაკურთხო

ქრისტეს სისხლში ხარ ნაბანი

მტერს შენთან ერთად ებრძოდნენ

ქებული მამა-პაპანი

 

მათსავით სამშობლოსათვის

შევხსნათ სამოთხის კარები

ღმერთო, გვიმრავლე ვაჟკაცნი

წინაპართ შესადარები

 

ღმერთო უკურთხე ფარხმალი

ხევსურს და გუდამაყრელსა

ჯვარო პირჯვარი დასწერე

მთაში მთიელთა აკვნებსა

 

არ მოიშლება არასდროს

არაგველების ხსენება

მთიულეთ-ფშავ-ხევსურეთში

სალოცავების შენება

სანთელები
+ სიმღერის შესახებ

ტექსტი & მუსიკა: მაყვალა წიკლაური

+ ლირიკა

სანთელები                                                       

ტექსტი & მუსიკა: მაყვალა წიკლაური                 

 

სიონში შევალ და მე სანთელს ავანთებ        

და შენზედ ვილოცებ ჩუმად                

შენს თავს შევავედრებ                      

ღმერთს ჩუმი ვედრებით                    

სახელს არ ვახსენებს სულაც                 

 

ტაძარში შევედი დიდების ტაძარში          

რაა საკვირველი ან რად გაიოცე             

სანთელი ავანთე, პატარა სანთელი          

პატარა სანთელით, მე შენზე ვილოცე         

 

და როცა იდუმალ ხმით გავესაუბრე           

და როცა გავანდე მას ჩემი სათქმელი        

ჰოი საოცრებავ ეს რა დავინახე             

ცრემლად იღვრებოდა პატარა სანთელი         

 

ჯვარს სიონს ვარძიას სულ ფეხით მოვილვლი   

და სანთელს ავანთებ წმინდას               

ოღონთ შენ გიყვარდე                       

ოღონთ შენ გახსოვდე                      

მეტი არაფერი მინდა                  

 

ტაძარში შევედი დიდების ტაძარში           

რაა საკვირველი ან რად გაიოცე             

სანთელი ავანთე, პატარა სანთელი           

პატარა სანთელით, მე შენზე ვილოცე         

 

და როცა იდუმალ ხმით გავესაუბრე           

და როცა დავანდე მას ჩემი სათქმელი        

ჰოი საოცრებავ ეს რა დავინახე            

ცრემლად იღურებოდა პატარა სანთელი        

 

გონება დავკარგე ჩუმად ავქვითინდი         

ცრემლად ვიღვრებოდით მეცა და სანთელიც    

თამარ მეფე და რუსთაველის სატრფიალო
+ სიმღერის შესახებ

A love song about the beloved Queen Tamar (1160-1216) who ruled Georgia during its renaissance and Shota Rustaveli (1172-1216), one of the most famous Georgian poets and author of ''Knight In The Panther’s Suit.'' Although not much is known about Rustaveli himself, many believe that he was in love with the queen, on whose court he served as minister.

 

Maqvala learned this unique ballad from her uncle in Zemo Kedi.

+ ლირიკა

თამარ მეფე და რუსთაველის სატრფიალო

 

ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში

ქართველ ქალთა ვნახე კრება

გეფიცებით მათი ნახვა

ახლაც ისევ მენატრება

 

ტახტზე იჯდა თამარ მეფე

მომხიბლავი ეშხიანი

მარჯვნივ ეჯგა თინათინი

მარცხნივ ნესტან-დარეჯანი

 

გარს ეხვივნენ სხვა ქალებიც

როგორც მთვარეს ვარსკვლავები

ცალცალკე და ყველა ერთად

სიცოცხლე და ნეტარება

 

შემოვიდა რუსთაველი

ის სულმნათი და მგოსანი

ხელში ეპყრა მოწიწებით

თავის “ვეფხვის ტყაოსანი”

 

თაყვანისცა სწორუპოვარს

მის წინ მუხლი მოიყარა

ტახტზე მჯდომმაც გაიღიმა

და ცრემლები გადმოყარა

ქალო, ვინ მოგცა მშვენება
+ სიმღერის შესახებ

ქალ-ვაჟის შაირი

+ ლირიკა

 ქალო, ვინ მოგცა მშვენება       

 

(ბ) ქალო, ვინ მოგცა მშვენება               

    მაგ შუქურ ვარსკვლავისაო         

    ნახვას ნუ დამიგვიანებ      

    დამტირებულო ძმისაო              

 

(გ) ნეტავი დამიწუნებდე             

    დანამებებდე თავსაო              

    ვივლიდი ლაშარ ღელესა            

    ვაჟებს ვავლებდი თვალსაო         

 

(ბ) ა-ქალო, მძივი რა მძივი       

    სათმეურისა მინაო          

 

(გ) არ მინდა შენი ჭირიმე            

    მიჯავრდებიან შინაო             

 

(ბ) შორით ვარსკვლავის სადარო      

         ახლოს მჯობნელო მთვარისა                       

         ქალო როდემდი გატარო                            

         ოცნებად გულის დარისა                           

 

(გ)    რა გენაღვლება იქროლოს                          

        ზენა ქარმა და ქვენამა                             

        ეგება ერთად შეგვყაროს                  

        ჩვენმა ბედმა და წერამა                          

 

დედა ღვთაება
+ სიმღერის შესახებ

სიმღერა დედაზე.

+ ლირიკა

დედა ღვთაება

ტექსტი - გოგია კავთიაშვილი

მუსიკა - მაყვალა წიკლაური

 

დედა ღვთაებაა ერის სიმრავლე

დედაა ქვეყნის მანათობელი

დედამ გვშობა და დედითვე ვსუნთქავთ

დედაა ჩვენი სვეტიცხოველი

 

მე შენი ცქერა არ მომწყინდება

შენთან ტიტინი შენთან ბაასი

თუნდაც გავიდეს დედავ მრავალი

თუნდაც გავიდეს წელი ათასი

 

დღეგრძელი იყოს დედავ მარადის

შენი სახელი ქვეყნად მთოველი

რაც კი ამ ქვეყნად სიკეთე არის

დედებო თქვენთვის მინდა ყოველი

მდიდარი კაცი, ღარიბი კაცი
+ სიმღერის შესახებ

მუსიკა: გოგია კავთიაშვილი

+ ლირიკა

მდიდარი კაცი, ღარიბი კაცი

მუსიკა: გოგია კავთიაშვილი

 

სიცოცხლე მარტო ცხადლივ როდია

ზოგჯერ სიზმარს ჰგავს ცხაძეც სცოდნია

/ცუდიც სცოდნია კარგიც სცოდნია

ამით ყოფილა მოუწყინარი/

 

არავის გვკითხავს დიდ ხანს არაფერს

სად გაგვითენოს სად დაგვიღამოს

/მოსულა ვინ გვკითხა, წასვლას ვინ გვკითხავს

ჩვენს ბედს და იღბალს ცხვა სწყვედს უჩვენოდ/

 

ვინ იყო ნეტავ ვინ იყო იგი

ასე უგულო და ასე მკაცრი

/რა სახელები ჩამოგვირიგა

მდიდარი კაცი და ღარიბი კაცი/

 

     კაცის სიმდიდრე კაცის დიდება

     გულია თუ მას გული აქვს ქველის

     /მდიდარი კაცი ხშირად გვჭირდება

     უფრო ხშირად კი ღარიბი გშველის/

 

და თუ მსურს ახლაც ღარიბად მოვკვდე

აბა ეს განა გასაკვირია

/მდიდრები უფრო უკეთ მარხავენ

მაგრამ ღარიბნი გულით ტირიან

 

     მადლობა უფალს მან უწყის მხოლოდ

     იქ ვინ წავა და იქ ვინ დარჩება

     /მაშ გაუმარჯოს ამ სუფრის პატრონს

     ხარის ქედსა და გლეხის მარჯვენას/

საქართველოს ტაძრები
+ სიმღერის შესახებ

ტექსტი და მუსიკა: გოგია კავთიაშვილი.

+ ლირიკა

საქართველოს ტაძრები

ტექსტი & მუსიკა: გოგია კავთიაშვილი 

 

ჩუქურთმიანო ტაძრებო

მართლაც რომ გწყალობთ ღმერთია

თქვენი კედლების სიმაგრე

სანთლის ნადენი წვეთია

 

მტერი გჭარბობდათ სიმრავლით

მკერდს სისხლი დაგიდენია

მაგრამ ჯვარი არ გასცვალე

თავი არ შეგირცხვენიათ

 

რამდენი დუშმანის გული

შურით რომ გაგიკვეთია

მართლაც ძეგლებად მდგარებო

სიბერე დაგმშვენებიათ

 

იყალთოელი ჩუქურთმა

ვაჩეს ნახატი კედლები

იდგეს უკვდავად მარადჟამს

ღმერთო შენ შეგევედრები

 

ქართველი ერის ხმად ისმის

თქვენი ზარების ძახილი

ვინც თქვენს სიწმინდეს შელახავს

გულს გაეყაროს მახვილი

 

კიდევ გვეზრდება აკვნებში

ქართველთ ლეკვები მგლისანი

ისე არ ამოსწყდებიან

ჯავრი შაჭამონ მტრისანი

მთიელის სიმღერა
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

მთიელის სიმღერა

 

მთიელ ვარ მთაში გაზრდილი

მტერო არ შაგიშინდები

სისხლისა ნაგუბარზედა

ფეხი არ მამიცურდების

 

ჩემი სამშობლოს მთა-ველო

შავად ნუ დაიბინდები

მთიელ ვარ მთაში გაზრდილი

მტერო არ შაგიშინდები

 

ხმალზე პირის პირ წამოვალ

ჩუმად არ მოგეპარები

გასჭერი ხმალო და მკლავო

გულო ნუ შამიშინდები

 

ხმალი მომე და ხანჯალი

აბჯარი თუნდაც ხისაო

მტერს უნდა გული გავუპო

წერა გავხადო ხმლისაო

ჭიქა ღვინო
+ სიმღერის შესახებ

მუსიკა და ტექსტი: გოგია კავთიაშვილი

+ ლირიკა

ჭიქა ღვინო

მუსიკა და ტექსტი: გოგია კავთიაშვილი 

 

ჭიქა ღვინით, ვადღეგრძელოთ საქართველო

ჭიქა ღვინით დაილოცოს ჩვენი ერი

ჭიქა ღვინომ გვიდღეგრძელოს მომავალი

გულკეთილი, მკლავმაგარი მშვენიერი

 

ჭიქა ღვინოვ შენ ჩასახლდი ოდითგანვე

სიამტკბილად ქართველ კაცის გულში ზარად

ჭიქა ღვინით პატივი ვცეთ ამ ჩვენს მამულს

ჭიქა ღვინის სადღეგრძელოც იყოს მარად

 

ჭიქა ღვინოვ შენ შემოგვრჩი ერის განძად

ვერ წაგლეკა ვერავითარ დროთა ჟამმა

ჭიქა ღვინოვ ძლიერი ხარ ამირანზე

ჭიქა ღვინოვ ვერ დაგლია მტერთა ხმალმა

 

ჭიქა ღვინო წაუქციოთ ჩვენს წინაპრებს

ჭიქა ღვინით შევსვათ მათი სადღეგრძელო

ჭიქა ღვინო არ მოაკლდეს ყველა ოჯახს

ჭიქა ღვინით დაგველოცოს საქართველო

​ჩვენს მხარეში თებერვალშიც მუდამ მზეა
+ სიმღერის შესახებ

Maqvala remembers this song, ''In Our Land There is Always Sun in February'' from the singing of Tina Makharadze, a Georgian singer from the Soviet times.

 

+ ლირიკა

ჩვენს მხარეში თებერვალშიც მუდამ მზეა

 

ჩვენს მხარეში თებერვალშიც ჰყვავის ია

გაზაფხულის ეს პირველი მოციქული

ჩვენს მხარეში თებერვალში მუდამ მზეა

და სიყვარულს ვით საგულეს ეძებს გული

 

ნაადრევად იფურჩქნება ჩვენში ვარდი

და მერცხალიც ნაადრევად დადგამს ბუდეს

მეც იმიტომ ნაადრევად შემიყვარდი

შენ ჩემს გულში მერცხალივით დაიბუდე

 

შენ ხომ ჩემი თვითეული სუნთქვაც იცი

აბა რა მაქვს გულში შენგან დამარხული

ვარდების და ყაყაჩოთა ცეცხლით იწვის

თებერვალში დაწყებული გაზაფხული

მამულო
+ სიმღერის შესახებ

ტექსტი: გოგია კავთიაშვილი

+ ლირიკა

მამულო

ტექსტი: გოგია კავთიაშვილი

 

ნაწამები ხარ მამულო

ცრემლი გდენია თვალითა

რამდენჯერ დაგჭრეს დაგკოდეს

თოფით ისრით და ხმალითა

 

    უცხო მხარეში მიჰყავდათ

    მოტაცებული ბალღები

    გიწვავდენ სოფლებს ქალაქებს

    იჩეხებოდა ბაღები

 

მიათეტრებდა შავ ბნელ გზას

ხალხის საქონლის ფარები

იდგა მოთქმა და გოდება

ცრემლით ეთხროდათ თვალები

 

ცხენის ბლოქვებით გათელეს

პურის და ქერის ყანები

მაგრამ ვერ მოგსპეს ვერ ჩაგკლეს

ურჯულოთ რჯულიანები

 

საუკუნობით გარს გერტყვა

ბერმუხას მუმლი მქუხარი

ვერ შესძლეს შენი წაქცევა

ვერ დაგინგრიეს ბუხარი

 

ასეთი გლოვა მამულო

ვიცი რომ ბევრჯერ გვქონია

მაგრამ შენ შვილთა დაჯაბნა

არავის გაუგონია

თოლია
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

 

ტექსტი: გოგია კავთიაშვილი; მუსიკა: მაყვალა წიკლაური

+ ლირიკა

თოლია

ტექსტი: გოგია კავთიაშვილი 

მუსიკა: მაყვალა წიკლაური 

 

ცის ლარჟვარდში მოფარფატე

თოლია ხარ, თოლია

შენზე კარგი მე ამ ქვეყნად

არც არავინ მყოლია, არც არავინ მგონია

 

მეც გამიჩნდა შენთან ერთად

ცაში ფრენის სურვილი

რადგან შენთან ვიგრძენ ტრფობის და

სიყვარულის წყურვილი

 

რატომ მე არ შემიძლია

შენებრ ფრენა ლაღობა

ალბათ მე რომ თოლიებთან

არ მქონია ბალღობა, არ მეღირსა ბალღობა

 

გოგოვ შენმა სიყვარულმა

ამიშალა ფიქრები

თუ მასწავლი შენებრ ფრენას

მეც სულ შენთან ვიქნები

ჯვარის წინასა
+ სიმღერის შესახებ

Jvaris Ts’inasa was a ritual song traditionally performed at weddings throughout the eastern Georgian highlands as well as in Rach’a and Javakheti. 

 

This variant is from the village of Zemo Kedi in K'akheti, where Maqvala remembers it being sung at village weddings. 

 

To hear other versions of this song from Pshavi and Khevi, visit the pages of Tsiura BeriashviliLashari Ensemble and Didebai Ensemble.

+ ლირიკა

ჯვარის წინასა

 

ჯვარის წინასა მარჯვნივ მხარესა

ღმერთო შენ დასწერ

ამ ნეფიონთ ჯვარსა

დაგვალოცინე შენის ძალითა

გვამრავლე ნეფე პატარძალითა

შიაძენინე ცხრა ვაჟ ერთ ქალი

ანგელოზისა ჰქონდეთ მათკვალი

ჯვარის წინასა მარჯვნივ მხარესა

რა კარგია ჩვენი სოფელი
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

რა კარგია ჩვენი სოფელი

 

ყანა ქალებს ვეღარ იტევს

ვარდებივით მოფენილს

სილამაზით თვალს მოგტასებს

ეს პატარა სოფელი

 

რა კარგია ჩვენი სოფელი

რა კარგია ეს გოგონები

 

მზეს ამოსვლას არ აცდიან

მზეს ყანაში ხვდებიან

თვალ ჟუჟუნა გოგონები

ვაჟებს ეჯიბრებიან

 

რა კარგია ჩვენი სოფელი

რა კარგია ეს გოგონები

 

ამ დიდებას შეხარიან

ყველას უნდა გმირობა

გოგონებმა თავმჯდომარეს

მისცეს მტკიცე პირობა

 

რა კარგია ჩვენი სოფელი

რა კარგი ეს გოგონები

 

ბიჭო მხარში მოგდგომია

გიშრის ნაწნავიანი

დატრიალებს როგორც ჯარა

ოქროს ვარსკვლავიანი

 

რა კარგია ჩვენი სოფელი

რა კარგია ეს გოგონები

ჯარჯი
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

ჯარჯი

 

ჯიხვთან ნავალი კლდეები

რომ ნახოთ გაგიკვირდებათ

იმათ ნაწოლსა ნადგომსა

თოლნი არ მოეკიდება

 

[ჯარჯიმ ნუ მიზდევ ჯიხვებსა

მოგინელებენ ტიალნი

არ დაიჯერა ჯარჯიმა

სხვაც ბევრ მამცდარა ჭკვიანი]

 

ჯარჯიმ ჩახედა ჯიხვებსა

რა მშვენიერნი წვანანო

რქა რქაზე გადაუდვია

ანგელოზებსა ჰგვანანო

 

ჩამოუქროლა ვაჟკაცმა

ხირიმით სპილოს ძვლიანით

წინ ჯიხვთა უკან ჯარჯიმა

კლდეეზე გადიღეს გრიალი

 

ამოიყვანეს ვაჟკაცი

ტირის ფშავეთის მთანია

კარებზე გამოასვენეს

კლდით დაფლეთილი ტანია

 

სახსოვრად ჯარჯის საფლავზე

დააქრეს ჯიხვის რქანია

ზედ გაუკეთეს წარწერა

ჯარჯი ჯიხვთაგან მკვდარი

დაილოცოს საქართველოს მთა-ველი
+ სიმღერის შესახებ

A patriotic song about Georgia that sisters Maqvala and Nat’o Ts’ik’lauri have sung together since their childhood.  

+ ლირიკა

დაილოცოს  საქართველოს მთა-ველი

 

დაილოცოს საქართველოს მთა-ველი

დაილოცოს ქვეყნად შრომის დიდება

დაილოცოს ის დიადი ქართველი

ვის შუქითაც დღეს ნათელი ბრწყინდება

ჩემს სამშობლოს საქართველო ჰქვია და

მის შვილს იცნობს ქვეყნად ყველა დიადა

ქარიშხლის დროს იგი მედგრად ვიდოდა

მშვიდობის დროს ის იცავდა მშვიდობას

 

ვინ დასთვალოს ცაზე ვარსკვლავთ ციმციმი

ქართველ გმირთა მკერდზე ორდენთ მრავლობა

ვინ დასთვალოს ბედნიერთა ღიმილი

და ბედნიერ ცხოვრებისთვის მადლობა

ჩემს სამშობლოს მსგავსი ქვეყნად სად არი

ცა-ფირუზ-ხმელეთ ზურმუხტი სად არი

იავნანა სხვა ქართული სად ისმის

სადღეგრძელო ჟამიერის ხმა ისმის