მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

იზოლდა ნამგალაური
ზემო ქედი

თბილისში დაბადებული იზოლდა ზემო ქედში გათხოვდა, რომელიც შირაქის ველზეა, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს.

 

ზემო ქედი თავიდან მთიულებით იყო დასახლებული. მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში მთის მოსახლეობა იქნა გადმოიყვანილი და დაასახლებული ბარში. მათ მიწის ნაკვეთები და მუშაობის საშუალება. იზოლდა მალევე გახდა აქტიური წევრი ზემო ქედის ადგილობრივი კლუბისა და ხშირად მონაწილობდა თეატრისა და გუნდის წარმოდგენებში.

 

დღეს ის ცხოვრობს მეუღლესთან, ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად.

 

ზემო ქედის სხვა შემსრულების მოსასმენად, ესტუმრეთ მაყვალა წიკლაურის პროფილს.

ვაჟა-ფშაველაზე
+ სიმღერის შესახებ

ბალადა ვაჟა-ფშაველაზე.

+ ლირიკა

ვაჟა-ფშაველაზე

 

მთები დარდობენ შენს წასვლას

მგოსანო ნათელ ფიქრებად

ამბობენ ვაჟას სიკვდილი

სად თქმულა როგორ იქნება

 

რა მოკლავს ფიქრსა ნათელსა

აზრსა მზესავით ბრწყინვალის

თავს რომ მხსნელ ფარად ევლება

კავკასიონის მყინვარებს

 

ვინ შეძლოს ნავლად აქციოს

წიგნი სიმღერით ნაწერი

მზე რომ კაშკაშით დანათის

ქართული სიბრძნის ნათელი

 

ვინ გადათელოს შელახოს

სანათას წმინდა მანდილი

ან სასიკვდილოდ დალახვროს

ალუდას გულის წადილი

 

ჩარგალს დაუჭკნოს მშვენება

დარიალს შეხსნას კარები

კვირია ლაჩრად ასახოს

ლელას დასთხაროს თვალები

 

ვიდრე ცა მიწას დაჰყურებს

რა ძალა შეძლებს რახელი

ჩვენს გულს მოსტაცოს მოჰგლიჯოს

ვაჟა-ფშაველას სახელი

 

მთები თავ ჩაჩქნიანები

პირის მზის ეშხით ხარობენ

ნაირნაირი ფრინველნი

მზის ამოსვლასა გალობენ

 

შენს გზას გასცქერენ მგოსანო

ნატრობენ გნახონ თვალითა

შენი ფანდურის ფრანგულით

შენი ფერით და ძალითა

 

განახლებული სამშობლო

მუდამ სიამით გიგონებს

დამტკბარი გულით დახარის

ბუხრის წინ ნაწერ სტრიქონებს

 

მთაწმინდაც გულში იხუტებს

ნიავი ჩარგლის მდელოსი

/საქვეყნოდ სახელ განთქმულო

მშვენებავ საქართველოსი/