ტურფა ბუთხუზი
ქვემო ქედი

პატარა და კოხტა აღნაგობის უნიკალური ხმის მქონე ტურფა ქვემო ქედში მასწავლებლად მუშაობს.

 

მე20 საუკუნის დასაწყისში შირაქის ველზე, აზერბაიჯანის საზღვართან ფშავები დასახლდნენ, როცა მთის მოსახლეობას მიეცათ სტიმული ბარში საცხოვრებლად გადასულიყვნენ სადაც მათ მიეცათ მიწის ნაკვეთი და მუშაობის საშუალება.

 

ქვემო ქედის სხვა შემსრულებლების მოსასმენად, ესტუმრეთ თამარა მგელიაშვილისციურა ბერიაშვილის და ლაურა ბურდულის პროფილს.

ამას ამბობენ ფშავლები
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

ამას ამბობენ ფშავლები

 

ჭერხოში დედან ატ’ირდნენ

ქალმა შასწყივნა ძმანიო

ან უპატრონეთ მამულსა

ან ქალს შამარტყით ხმალიო

 

ამას ამბობენ ფშავლები

ჩამოგვითოვნა მთანიო

ჩვენ მტერი ვერას გაგვაკლებს

რომ არ ექნება გზანიო

 

ჩემსა უთხარით სატრფოსა

ბარემ მაიკლას თავიო

კახეთში მაინც ჩავიდეს

იქით მორეკოს ჯარიო

 

ამას ამბობენ ფშავლები

ჩამოგვითოვნა მთანიო

ჩვენ მტერი ვერას გაგვაკლებს

რომ არ ექნება გზანიო

 

ტიალო ბროლის ციხეო

შიშით გაქანებს ქარიო

ჩაიცვი რკინის პერანგი

ამოანათე ხმალიო

 

ამას ამბობენ ფშავლები

ჩამოგვითოვნა მთანიო

ჩვენ მტერი ვერას გაგვაკლებს

რომ არ ექნება გზანიო