ამირან ზურაბაშვილი
ჩარგალი

ამირანი ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელში, თვალწარმტაცი ჩარგალშია დაბადებული და გაზრდილი. მას უყვარს ბალადების სიმღერა თავის ფანდურზე. ზოგჯერ, ის თავს უყრის ადგილობრივებს და ერთად ასრულებენ ხოლმე ფშავურ სიმღერებს. მის ხმას ანსამბლ ''ლაშარშიც'' გაიგონებთ. 

ასეთი ღამე მხოლოდ მთებშია
+ სიმღერის შესახებ

An unrequited love song.

 

To hear another version of this song, visit the page of K'eselo Ensemble.

+ ლირიკა

ასეთი ღამე მხოლოდ მთებშია

 

ასეთი ღამე მხოლოდ მთებშია

გულით მინდა და ვეღარ ვიძინებ

მე შენზე სევდა შამამეჩვია

გულით მინდა და ვეღარ ვიცილებ

 

ნეტავი ღმერთო ვინც მიყვარს

იმასაც ვეყვარებოდე

და მერე თუნდაც ფშავის ხევს

ჭირივით ვეჯავრებოდე

 

მსურს რომ მავანს მივდევდე კვალში

და ცხოვრების გზა არ მქონდეს ვიწრო

მე შვილი მინდა მხოლოდ ისეთი

რომ შენეული თვალებით ვიცნო

 

ნეტავი ღმერთო ვინც მიყვარს

იმასა იმასაც ვეყვარებოდე

და მერე თუნდაც მთელ ჩარგალს (ფშავის ხევს)

ჭირივით ვეჯავრებოდე