ფიცხელაური საოჯახო ანსამბლი
გორისციხე

მანანა ანსამბლ ''დიდებაის'' ერთ-ერთი ხელმძღვანელია. მან მუსიკალური განათლება თბილისში მიიღო. ახლა კი ის ხევის მაღალმთიან სოფელ გორისციხეში ცხოვრობს. მანანა შესანიშნავი მომღერალი და გულღია მასპინძელია. მას უყვარს მის ოთხ ქალიშვილთან ერთად სიმღერა, მაგრამ იშვიათად ხდება ხოლმე, მათი ერთად სახლში ყოფნა.

 

ანსამბლის წევრების ჩაწერისას: მანანა ფირცხელაური; თეონა ჩქარეული; შორენა ჩქარეული; მაია ჩქარეული; სოფო ჩქარეული

კარკუჩით წამაიყვანეს
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

კარკუჩით წამაიყვანეს

 

კარკუჩით წამაიყვანეს ქალი ლამაზი თმიანი

შვიდი მაყარი გამოყვა შვიდთავე ცხენოსნიანი

არ მაიშალა ლამაზმა, შავი თოლების ბრიალი

წყალათ ხიდთან რომ მივიდნენ, დადგა ხანჯლების ტრიალი

 

ქალმა სთქვა ახალგაზრდასა, სიცილით შავეპარები

მოვაკვლევინებ სურვილსა ახლოს არ გავეკარები

ბევრჯერ ვყოფილვარ მაყარში ბევრსაც ვარ გადანაყარი

ის კი არ გამიგონია დედოფალს ჰკოცნის მაყარი

 

პირმა დაგლოცოთ ღვთისამან ნაწილმა ბარძიმისამან

ალავერდს წმინდა გიორგიმ ქალაქში სიონისამან

ღმერთო ნუ მოშლი ამ სახლში ლხინსა და გახარებასა

ვაჟების ქორწინებასა, ქალების გასტუმრებასა

იქნება არც იქავ
+ სიმღერის შესახებ

This song was made famous by the singing of  Teona Kumsiashvili.

+ ლირიკა

იქნება არც იქავ

 

ო როგორ მეწადა, მე შენი ხილვა და

უშენოდ სუსხია, უშენოდ ყინვაა

ეგ ნაკვალევი ხომ დარჩება იარად

იქნება არც იყავ იქნება ხილვა ხარ

 

ჭრელ თვალებს ვადარებ თუ რამ ლამაზია

რამდენ დღეს დავითვლი, რამდენს არა მზიანს

მე ამ გულის მეტი არცრა მაბადია

ეგ გამოხედვა კი ისე ამაყია

 

ო როგორ მეწადა, მე შენი ხილვა და

ფეხდაფეხ მოგდევდი დღე იყო თუ ღამე

ვეღარსად გიპოვე თუმცა კი ძვირფასო

შევძარი მთები და შევძარი ქვეყანა

 

ო როგორ მეწადა, მე შენი ხილვა და

ქნება არც იყავ იქნება ხილვა ხარ