მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

გივი ავლახარშვილი
დიდებაანთკარი

გივი დაიბადა და გაიზარდა დუშეთის რაიონის სოფელ დიდებაანთკარში. ის ოთხი შვილის მამა და ფლობს ძლიერ ხმას. ის ცნობილია როგორც სუფრის კარგი წამყვანი და ცნობილია როგორც კარგი მედოლე, რომლითაც ის საკუთარ სიმღერებს უწევს აკომპანიმენტს.   

სირაჩხანა
+ სიმღერის შესახებ

This song is about a popular place in Old Tbilisi where people would joyfully gather to drink, eat and sing.

+ ლირიკა

სირაჩხანა

 

სირაჩხანა სირა ჯიბის ბუდია, ბუდია!

ორთაჭალა კიტრების და მწვანილის

ლოთიანად ძმა ბიჭებში მეც ვლოთობ

გენაცვალე თქვენი ეშხით დავთვრები

 

ღვინით სავსე მოგორავდეს ორყურა, ორყურა!

სუფრის თავსაც ამშვენებდეს ტარხუნა

ქინძი კამა და ბოლოკიც ჰყვაოდეს

დასაკლავად თან ბატკანიც ბღაოდეს

 

ჩვენი ლხენა იწყებოდეს დილიდან, დილიდან!

ხელადებიც ივსებოდეს ღვინითა

დოლ გარმონი დუდუკებიც მღეროდეს

ჩვენი ლხენა ყრუ-მუნჯებსაც ესმოდეს

 

მაშ დავლიოთ, სულ დავლიოთ, დავლიოთ!

ჩვენი დღენი სულ ქეიფში გავლიოთ

ეს ცხოვრება სიზმარივით მოვიდა

მოვკვდებით და წაგვიღებენ გლოვითა

მთებზე უკვე ჩამოთოვლა
+ სიმღერის შესახებ

This song is about a shepherd in love, and what he does when he is refused.

+ ლირიკა

მთებზე უკვე ჩამოთოვლა

 

მთებზე უკვე ჩამოთოვლა

მოდის ზამთარი

ჰიდლარისკენ წასასველად

ფარა მზად არი

სიტყვა მომეც ქალი შვილო

მითხარ მართალი

საქორწინო სამზადისი

მითხარ სად არი

 

ყველას გული ასე ხმიანობს

ვის გულშიაც სიყვარულის

დარდი ტრიალობს

მზიან დღეებს ვუთხრათ დიდება

მოდი ერთხელ მომხედე და

ჩემო შავთვალა

 

მაღაზის წინ იდექი

იყო კვირა დღე

მე ზევიდან გაპრანჭულმა

ჩამოვიარე

შეგეკითხე ქალიშვილო

აქ რას აკეთებ

ცეცხლიო და შავი ჭირი

შენ მომაძახე

 

ცეცხლი უკან დაგიბრუნდეთ

თქვენ საბძელს ეცეს

სულ ყველა გადაგებუგოს

მარტო შენ დარჩე

შენს კი ჩემკენ გამორბოდე

შველას ითხოვდე

მეც ღიმილით შეგეგებო და

ერთიც გაკოცე

 

ყველას გული ასე ხმიანობს

ვის გულშიაც სიყვარულის

დარდი ტრიალობს

მზიან დღეებს ვუთხრათ დიდება

მოდი ერთხელ მომხედე და

ჩემო შავთვალა

ხათაბალა
+ სიმღერის შესახებ

შაირი.

 

To hear another version of this song, visit the page of Zhuzhuna Latibashvili.

+ ლირიკა

ხათაბალა

 

დედაშენი ვოლგით დადის

შენ და კი ვერბოვკით

საწყალ მამაშენს ძველურემზე კოფაც არ აქვს

ეს რა ხათაია ხათაბალაა

 

დედაშენი კატლეტსა სჭამს

შენი და კი ერბოკვერცხს

საწყალ მამაშენს ცივ ლობიოზე ქინძიც არ აქვს

ეს რა ხათაია ხათაბალაა

 

დედაშენი ქოშებს იცმევს

შენი და კი ფრანცუსკებს

საწყალ მამაშენს ძველ ქალმებზე კოპიც არა აქვს

ეს რა ხათაია ხათაბალაა