მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

თამარა მგელიაშვილი
ქვემო ქედი

ფშავში დაბადებული თამარა ადრეულ ბავშვობაში მშობლებიანად შირაქის ველზე მდებარე ქვემო ქედში გადასახლდა მშრალი დაბლობი აზერბაიჯანის საზღვართან.

 

მე20 საუკუნის დასაწყისში შირაქის ველზე, აზერბაიჯანის საზღვართან ფშავები დასახლდნენ, როცა მთის მოსახლეობას მიეცათ სტიმული ბარში საცხოვრებლად გადასულიყვნენ სადაც მათ მიეცათ მიწის ნაკვეთი და მუშაობის საშუალება.

 

თამარი ქვემო ქედის სკოლაში სწავლობდა. შემდგომ ის გათხოვდა და გაზარდა ორი ბიჭი და ერთი გოგო. ადგილობრივები მას ძლიერი ხმით და მშობლიური ფშავური სიმღერების გადმოცემის თავისი სტილით იცნობდნენ. თამარი 2012 წლის ივნისში გარდაიცვალა. მან მეუღლე და სამი შვილი დატოვა.

 

ქვემო ქედის სხვა შემსრულებლების მოსასმენად, ესტუმრეთ ლაურა ბურდულის, ციურა ბერიაშვილის, ტურფა ბუთხუზის პროფილს.

წმინდა გიორგის ხატის ფერხულისა
+ სიმღერის შესახებ

Tamar remembered this song of praise to Saint George from the mountains of Pshavi where she was born.  Tamar passed away unexpectedly just a week after this recording was made, leaving us with a single minute of her powerful voice on record.

+ ლირიკა

წმინდა გიორგის ხატის ფერხულისა

 

ვახსენოთო, ღმერთი ვახსენოთ

მერე ბატონიო ჩვენიო

ვახსენოთო, წმინდა გიორგი

ეკლესიაზეო მდგარიო

არალალო ვერ გავიგონე

ვახსენოთო, წმინდა გიორგი

ეკლესიაზეო მდგარიო