მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

მარიამ ჭინჭარაული
წინუბანი

მარო დაიბადა და გაიზარდა ხევსურეთის ცნობილ სოფელ შატილში. ის ადრე ასაკში გათხოვდა მაღალმთიან სოფელ გუროში.

 

1952 წელს, როდესაც ხევსურები ძალით იყვნენ გადასახლებულები დაბლობში, იგი ოჯახიანად გადავიდა რუსთავთან ახლო მდებარე ერთ-ერთ სოფელში. როდესაც ღვარცოფი დაატყდა სოფელ გუროს მიმდებარე ტერიტორიას, სოფელთან მისასვლელი გზა დაიბლოკა, ასევე მათი დაბრუნების პოტენციური შანსიც.

 

თავიდან სოფელში ცხოვრება ძალიან ჭირდა, რადგანაც არ იყო წყალი ამ ახალ დასახლებაში.  მიწა იძლეოდა ძალიან ცოტა მოსავალს.  რის გამოც ოჯახი იძულებული იყო რამოდენიმეჯერ ერთი სოფლიდან მეორეში გადასულიყო. თხუთმეტ წლიან გადასვლა-გადმოსვლაში, მათ სამი ვაჟიშვილი შეეძინათ სხვადასხვა სოფლებში ცხოვრებისას. მათ გაიგეს რომ თბილისთან ახლოს მეფრინველიობის ქარხანა იხსნებოდა, რომლის მუშებიც უფასო სახლს მიიღებდნენ.

 

ამ სიმღერების ჩაწერის დროს, უკვე 82 წლის მარო, სწორედ ამ სახლში ცხოვრობს. მის ოთხ შვილიშვილს აქვთ თავიანთი ჯგუფი სახელად ''დები გოგოჭურები,'' რომლებიც ბებიისგან ნასწავლ ბევრ ტრადიციულ ხევსურულ სიმღერას ასრულებენ.

 

იხილეთ მიხეილ ჭინჭარაულის პროფილი, მაროს შატილელი ძმის სიმღერების მოსასმენათ.

შატილური დატირება
+ სიმღერის შესახებ

This is a crying song  from a mother mourning the loss of her infant child. Maro gives us more of a context for this song, which she learned from her mother in Khevsureti:

 

A young woman leaves her house in the morning with her infant, to mow grass for hay on a field high in the mountains. Exhausted after hours of labor, she falls asleep next to her child. She awakes to the sounds of her hysterical baby only to see him in the air, clasped in the talons of an eagle. She is helpless to his cries and can do nothing but watch and later return home, alone.

+ ლირიკა

შატილური დატირება

 

ქალ-ზალო არვის გიკრისთა-ეო

ჩემი სიცოცხლეიო

ძილით ვარ შვილი დამკარგავეო

თვალით მჭერელ ვარ ფრინველთაიო

ატაცებულ ჰყვანდ ჰაერშიაო

შვილის წკმუტუნმა გამაღვიძაო

არწივს იმ გასატიალებსაო

შვილი შველას მთხოვდ ქალოდ ზალო

ჩემგან საშველ კი არ იყვაო

ავდექიდ წამოვედი შინაო

შვილი ფრინველთა ვაჯიჯგვნიეო

შატილური საქორწილო
+ სიმღერის შესახებ

Mariam remembers this wedding song from her childhood in Khevsureti.

+ ლირიკა

შატილური საქორწილო

 

ჰარალალო ჰარი ჰარალე

ჰარალალო მასულ სტომართა

ჰარალალო ჩვენ მასპინძელთა

ჰარალალო ჰარი ჰარალე

ჰარალალო ჩამაუარე

ჰარალალო ნეფ-დედოფალთა

ჰარალალო ღმერთი წყალობდენ

ჰარალალო ჰარი ჰარალე

ქალი ვარ მაღლა გაზრდილი
+ სიმღერის შესახებ

Mariam performs this song ''I Am A Woman Raised in High Places'' alongside her granddaughters who make up the band The Gogoch'uri Sisters (Debi Gogoch'urebi.)

+ ლირიკა

ქალი ვარ მაღლა გაზრდილი

 

ქალი ვარ მაღლა გაზრდილი

ვინ ჩამამიყვანს ბარადა

ვინაც ვაჟკაცი არ მამწონს

ვინ მომაწონებს ძალადა

არ მამწონს აისეთაი

არ გიყვარს თვალა ტანადა

რას უშველს სილამაზეი

ხახლნ უყურებდა ქალადა

მე მომწონს ეგეთ ვაჟკაცი

ფხიზელს ხედავდა მთვრალადა

სწორებმ შარობაი დაუწყან

ვაჟი ჭკვით შაიშალასა

ჭრელი შიუხლის ხანჯარი

სისხლებში მაისვარასა

ცხოვრებაი არ მაიგონავს

დრო მაინც გაიტანასა