მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

ციურა ბერიაშვილი
ქვემო ქედი

ფშავის მთებში დაბადებული ცირას, ბავშვობა აზერბაიჯანთან მოსაზღვრე შირაქის ველის სოფელ ქვემო ქედში აქვს გატარებული.

 

მე-20-ე საუკუნის დასაწყისში ქვემო ქედის მოსახლეობას ძირითადად ფშავები წარმოადგენდნენ, როცა მთიანი რეგიონების მოსახლე ხალხს მიეცათ საშუალება ბარში დასახლებულიყვნენ მიწის ნაკვეთთან და სამუშაოსთან ერთად. ცირას ახალგაზრდობაში უყვარდა თავისი სოფლის კლუბში სიმღერა. მოგვიანებით, იმავე სოფელში იგი დაოჯახდა და გაზარდა შვილები იმავე სოფელში.

 

დღეს მას უყვარს სტუმრობა მისი მთის სახლში ზაფხულში, სადაც ის ხვდება მისი დიდი ოჯახის ბევრ წევრს.      

 

ქვემო ქედის სხვა შემსრულებლების მოსასმენად, ესტუმრეთ თამარა მგელიაშვილის, ლაურა ბურდულის, და ტურფა ბუთხუზის პროფილს.

სიბერეზე
+ სიმღერის შესახებ

სახუმარო სიბერეზე სიბერეზე.

+ ლირიკა

სიბერეზე

 

გაყინული გული ვერვინ გამითბო

ხმაშიც გაქრა ხავერდი

ავტობუსში გოგომ სკამი დამითმო

ესეგი დავბერდი

 

ერთმა ბოთლმა რქაწითელმა დამათრო

ამიბნია თავ ბედი

ლამაზების ცქერამაც ვერ ამანთო

ესეგი დავბერდი

 

მომენატრა თეთრი კვიცის გახედნა

ჭალებში რომ დავდევდი

ექიმებმა გამედიდეს სათვალი

ესეგი დავბერდი

 

ვერ გავცურე მე მშფოთვარე არაგვი

მთაზეც ვეღარ ავედი

ამიკრძალეს თუთუნი და სასმელი

ესეგი დავბერდი

 

უცებ თმებში გაჩნდა თეთრი ჭაღარა

გაქრა ფიქრის ტალ-კვესი

რაც ვიყავი მე ხომ ის აღარა ვარ

ესეგი დავბერდი

 

 

 

ჯვარის წინასა (ფშაური)
+ სიმღერის შესახებ

Jvaris Ts’inasa was a ritual song traditionally performed at weddings throughout the eastern Georgian highlands as well as in Rach’a and Javakheti. This variant is from Pshavi.

 

To hear other versions of this song, visit the pages of Maqvala Ts'ik'lauriDidebai Ensemble 

and Lashari Ensemble.

+ ლირიკა

ჯვარის წინასა (ფშაური)

 

ჯვარის წინასა ადგა მხარესა

შენ ქრისტე ღმერთო დასწერე ჯვარი

ახალ ყოილთა და ახალ შეყრილთა

ერთ სასთაულზე ტკბილად დაბერდნენ

ჯვარის წინასა ადგა მხარესა

ქალებს გაუფრთხილდით კაცებო
+ სიმღერის შესახებ

+ ლირიკა

ქალებს გაუფრთხილდით კაცებო

 

ქალებს გაუფრთხილდით კაცებო და

გული ფიანდაზად გაუშალეთ

/შუბლზე გაჩენილი ნაოჭები

ნაზი მოფერებით წაუშალეთ/

 

ქალებს შვლის ნუ კრივით

მარილი ხელის გულზე მოუყარეთ

/ქალებს დაულოცეთ ქალობა და

ბაღის ყვავილივით მოუარეთ/

 

თორემ სულ სხვა არის ქალის ძალა

ქალი ათას ჯავრად გადაგაქცევს

/ქალი აგატირებს დაგაჩოქებს

წამო გაყენებს და კაცად გაქცევს/

 

კაცებსაც გაუფრთხილდით ქალებო და

გული ფიანდაზად გაუშალეთ

/შუბლზე გაჩენილი ნაოჭები

მათაც მოფერებით წაუშალეთ/

 

თორემ სულ სხვა არის კაცის ძალი

ის სხვასთან წავა, მიგატოვებს

/ის შენთან აღარ დაბრუნდება

შენ კი თმებში თეთრად ჩაგათოვებს/

 

ჰო და აი ამას გევედრებით

ქალებო და კაცებო გენაცვალე

/შუბლზე გაჩენილი ნაოჭები

ერთურთს მოფერებით წაუშალეთ/

მუშანი
+ სიმღერის შესახებ

ფშაური მუშანი

+ ლირიკა

მუშანი

 

ესე იციან ფშავლებმა

რომ მიჩუმდება სოფელი

შაიყრებიან ერთადა

მრთველი მჩეჩავი მქსოველი

 

ტრიალებს მუშა დედაი

ხელფეხს არ დაასვენებსა

კეცეულეებს დააცხობს

ერბოში დაასველებსა

 

მაიხარშავს ხორცის ხინკალსა

ხონჩაზე გაანელებსა

მაიტანს პანტის არაყსა

მუშათა დაასველებსა

 

რომ გასჭრის პანტის არაყი

ფანდურსაც დაამღერებსა

სათამაშოში გადავა

რა სიბრუტს დააყენებსა