მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

მარიკა ალადაშვილი
სამთაწყარო

მარიკა დაიბადა მუსიკოსების ოჯახში კახეთის სოფელ არბოშიკში, რომელიც არის ისტორიული რეგიონი ქიზიყში.

 

ის გათხოვდა სოფელ სამთაწყაროში, საინტერესო სასაზღრო ქალაქში, სადაც მდინარე ალაზანი გამოყოფხ საქართველოს აზერბაიჯანიდან.  სამთაწყაროს მცხოვრებნი არიან ჩამოსახლებულები კახეთიდან, აჭარიდან და აზერბაიჯანიდან, და მარიკა წლების მანძილზე სწავლობდა მათ სიმღერებს.

 

ამ თავისი გადამდებად მხიარული პიროვნული თვისებების გამო, ის თავის სკოლაშიც ძალიან უყვართ, სადაც იგი ასწავლის მუსიკას. 

საქართველოს ქალები
+ სიმღერის შესახებ

This song, called ''Georgia's Women,'' is based on Lado Asatiani's poem, ''Sakartvelo Iqo Mati Saotsnebo Sakheli.'' 

 

To hear another version of this song, visit the page of Mandili Ensemble & Nat'o Ts'ik'lauri.  

+ ლირიკა

საქართველოს ქალები

 

მშვიდობის მტრედი აფრინდა ნაირფეროვანი მტელოდა

მშივოდის მომხრე ხალხებო სალამი საქართველო და

/სალამი საქართველო და/

 

ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები

მოდიოდნენ რომ გაეღოთ საქართველოს კარები

მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები

/და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები /

 

ისე მტკიცე იყვნენ, თურმე, ვით მეტეხის კედელი

გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი

/საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის/

 

მამულისთვის დაიხოცნენ, ვაჟკაცობის მსახველნი

/საქართველო იყო მათი უწმინდეს სახელი

საინგილოზე
+ სიმღერის შესახებ

This song is about Saingilo, an historic territory of Georgia that today is part of Azerbaijan and is inhabited by ethnic Georgians.

+ ლირიკა

საინგილოზე

 

ო საქართველოს ნიავო

დაქროლე საინგილოსკენ

ქურმუხის წმინდა სანთლებო

საინგილოზე ილოცე

 

შენ შეგვეწიე გიორგი

შენ შეგვეწიე წმინდაო

ქართველი დავარჩე ქართველად

მე მეტი არა მინდაო

 

გულო არ ჩაქრე იარე

სულო არ ჩაქრე იარე

ჩვენ გავამთელებ ჩვენს მამულს

ჩვენ მოუშუშუებთ იარებს

 

ო საქართველოს ნიავო

დაქროლე საინგილოსკენ

ქურმუხის წმინდა სანთლებო

საინგილოზე ილოცე

საქართველო
+ სიმღერის შესახებ

This song entitled ''Georgia'' was made famous by the singing of Ilia Zakaidze (1924-2008), one of Georgia's most famous 20th century singers.

 

+ ლირიკა

საქართველო

 

საქართველო დედამიწის ყვავილნარი

სილამაზით ზღაპრადთქმული ნატვრისთვალია

სინარნარით პირიმზით და პირიმთვარისა

საპატარძლო სამკაული ზურმუხტ-ლალისა

 

საქართველო არწივების დედამშობელი

უჭკნობელი სიყვარულის წარმომშობელი

მტერს უტევდა ერთი ათსაც არ უდრკებოდა    

გულს უკლავდნენ გმირი მაინც არა კვდებოდა

 

ბევრჯერ სისხლით შეგვიღებეს მტკვარი რიონი

მაგრამ მონად ვერ აქციეს კავკასიონი

საქართველო რუსთაველის ტკბილი მშობელი

ერეკლეს და სააკაძის წარმომშობელი

 

არ მომკვდარა ცოცხალია უფრო მშვენდება

ცოცხალია არასოდეს არ დაბერდება

საქართველო გულში ვარდად აყვავებია

მასზედ მეტად თვით სიცოცხლეც არ მყვარებია