ნიკოლოზ გიგოშვილი
კაკაბეთი
შაქარა
+ სიმღერის შესახებ

ამბავი გრძელი სამუშაო დღის ბოლოს, თავის ხარ “შაქარასთან” ერთად სახლის გზაზე მიმავალ ერთ კაცზე.

+ ლირიკა

შაქარა

 

ამო პირაღმართზე შაქარა, სახრე არ ამაღებინო

ისე ამიტა ურემი, რომ არც კი გამაგებინო

ისე ამიტა ურემი, იჩქარე ჩემო შაქარა

რომ არც კი გამაგებინო

 

აჩქარდი ბინდმა მოგვისწრო

გუგუნებს ნიავქარია

აცრემლებულა სულ-დგმული

მიყუჩდა მთა და ბარია

აცრემლებულა სულ-დგმული, იჩქარე ჩემო შაქარა

მიყუჩდა მთა და ბარია

 

აგერა იმ ლურჯ მთაზედა

ამობადრდება მთვარეო

შორიდან გამოგვიჩნდება, ჩვენ სოფელი მხარეო

შორიდან გამოგვიჩნდება, იჩქარე ჩემო შაქარა

ჩვენი სოფელი მხარეო

 

გაუხარდებათ ჩვენებსა, თუ წვანან ადგებიანო

/მე დოქით ღვინოს მომიდგმენ, შენ თივას დაგიყრიან/

ახალგაზრდობაზე
+ სიმღერის შესახებ

სიმღერა მოხევის ქალ მზაღოს ცალმხრივ სიყვარულზე, და თუ როგორ მალე გადის ჩვენი ახალგაზრდობა.

+ ლირიკა

ახალგაზრდობაზე

 

 

კარგი ჯეილი მეც ვიყავ

არ ვამბობ სატრაბახოსა

ერთ ქალ მამწონდა მოხევე

ჩემთვის ვეძახდი მზაღოსა

 

ხილის ვარდს გავდა ცვრიანსა

ტურფასა საბაღნაროსა

მკლავდა იმისი სურვილი

არ მიკარებდა ახლოსა

 

ახლა ის გაღმა წინდას ქსოვს

გამოღმით მე ვთიბ ახოსა 

უნდა გაღმიდან გამოღმი

და გამო გამამძახოსა

მაგრამ რაღა დროს არ მინდა

გულს დარდი განმიახლოსა

არარც მე ვგევარ ელგუჯას

აღარც ისა გავს მზაღოსა

 

არ მინდა დაბერებული

ახლოდან დამინახოსა

ან ჩამამჭკნარი მე ვნახო

და გული დამედაგოსა

 

ჩავლილი ახალგაზრდობა

როგორ არ დამენანოსა

ტიალი წუთისოფელო

ჩამამაბერე რა დროსა

ხიდი
+ სიმღერის შესახებ

ნიკამ ეს სიმღერა პირველად ქალთა ტრიოს შესრულებით მოისმინა, როდესაც ის ესწრებოდა ‘ვაჟაობას’ ფშავურ სოფელ ნაფარეულში, კახეთში. ამის შემდეგ კი ის ამ სიმღერას თავიდან ვერ იშორებდა. იმავე საღამოს სახლში დაბრუნებისას, შუა გზიდან უკანვე გაბრუნდა, რათა ქალებისთვის ეთხოვა ამ სიმღერის ტექსტი.

 

ამ სიმღერის სხვა ვერსიის მოსასმენათ გთხოვთ ეწვიოთ მერი ჯიხოშვილის გვერდს. 

+ ლირიკა

ხიდი

 

სოფლის ბოლოზე ღელესთან

ერთი პატარა ხიდია

ამ ხიდით ჩვენთან მოდიან

ამ ხიდით ჩვენგან მიდიან

 

ბებიაჩემი ამ ხიდზე

დადის ოთხმოცი წელია

ბებია ამბობს ეს ხიდი

თამარის დროინდელია

 

ვინ იცის კიდევ ამ ხიდზე

რამდენი კაცი გავაო

ზოგი პირველად შემოვა

ზოგი კი სულაც წავაო

 

ხიდი ისევ დარჩება

რადგანაც იგი ხიდია

წუთისოფელი ეგრია

სულ მოდიან და მიდიან

სამშობლოზე
+ სიმღერის შესახებ

პატრიოტული სიმღერა საქართველოზე. მისი პირველი სტროფი ვაჟა ფშაველას ლექსი “სიმღერიდან” არის გადმოღებული. ეს ლექსი ორ სხვადასხვა სიმღერაშიცაა ასევე გამოიყენებული - ფირცხელაურთა ოჯახის სიმღერა “სამშობლოზე” და კახა მანგოშვილის და ფანდურას სიმღერაში “ხარს ვეგევარ ნაიალაღარს”. ამ სიმღერის ბოლო სტროფი ხშირად გაისმის ხოლმე ხალხური სიმღერების რეპერტუარში - მაგალითისთვის იხილეთ ჩარგალელ ამირან ზურაბაშვილის გვერდი, სადაც ამ ბოლო კუპლეტის  ვერსია გამოყენებულია ასევე გიგაურის სიმღერაში “სამშობლოზე”, და ასევე ბოლო სტროფად სიმღერაში “ასეთი ღამე”.

+ ლირიკა

სამშობლოზე 

 

ხარს ვგევარ, ხარს ვგევარ ნაიალაღარს

რქებით მიწას ვთხრი ვბუბუნება

ღმერთო სამშობლო მიცოცხლე

ძილშიაც ამას ვდუდუნებ

 

ვაზი და ვაზი და ქართველი კაცი

ღმერთს ერთად გაუჩენია

როცა ქართველ კაც უჭირდა

ვაზს მაშინ გადურჩენია

 

ირემს რად უყვარს მთის წყარო

არწივს მაღალი მთანია

მე რაზე მიყვარს სამშობლო

განა ეს საკითხავია

 

ნეტაი ნეტაი ვინაც მე მიყვარს

ნეტაი ვინაც მე მიყვარს

იმასაც ვეყვარებოდე

და მერე თუნდაც მთელ სოფელს

ჭირივით ვეჯავრებოდე