მოგვმართეთ

 

   ჩვენ მივესალმებით

       უკუკავშირსა და

  შესწორებებს გვერდზე

  მოცემულ ისტორიებსა

       და თარგმანთან

        დაკავშირებით.

 

                 * * *

  aurelia@tsutisopeli.com

 facebook.com/tsutisopeli

 

 

შემოწირულობა

 

 თუ თქვენ მოგწონთ რასაც

ხედავთ და გესმით, გაიღეთ

    შემოწირულობა. ყველა

       შემოსული სახსრები

    პირდაპირ მოხმარდება

      საიტის მომსახურებას.


       

 

 

 

 

დარეჯან მირზიაშვილი
კაკაბეთი

დარეჯანის დედა მასზე იყო ფეხმძიმე, როცა მისი მეუღლე მეორე მსოფლიო ომში წავიდა საომრად. წასვლის წინ მან ჩასვა თავისი ფოტოსურათი ფანდურში და თავის მომავალ ქალიშვილს დაუტოვა. დარეჯანის მამა ომიდან აღარ დაბრუნებულა, მაგრამ შვილმა გააგრძელა მამის საქმე და გახდა საუკეთესო დამკვრელი და მომღერალი. დღეს მას ორი შვილი ჰყავს, ექვსი შვილიშვილი და ასევე ექვსი შვილთაშვილი და დღესაც ისევ მღერის და უკრავს.

 

კაკაბეთის სხვა შემსრულების მოსასმენად, ესტუმრეთ ნიკა გიგოშვილის პროფილს.

შემირიგდი
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

შემირიგდი  

 

რა ძნელია დაკარგული სიყვარული

რა ძნელია იდუმალი სიყვარული

/მე მას მერე სიხარული ვეღარ ვნახე

რაც დამიგე გულში სიყვარულის მახე/

 

მოდი გამახარე გოგო, მოდი შემირიგდი გოგო

დამიბრუნე ჩემი ძველი სიყვარული

 

არ გეგონოთ სიყვარული თამაშია

შეარჩიეთ გულის სწორი ლამაზია

/თუ სიყვარული არ იცი, ჩემო ია

ამ ქვეყნიდან ვერაფერი წაგიღია/

 

მოდი გამახარე გოგო, მოდი შემირიგდი გოგო

დამიბრუნე ჩემი ძველი სიყვარული

 

რად მაწვალებ, რად მაწამებ, ჩემო ია

სიყვარულის ვერაფერი გაგიგია

/ლამაზი ხარ, ჩემო ია, ლამაზი ხარ

ამ ქვეყანად მოგონილი ზღაპარი ხარ/

 

მოდი გამახარე გოგო

მოდი შემირიგდი გოგო

დამიბრუნე ჩემი ძველი სიყვარული

 

თუ გულს სიყვარულის ცეცხლი ჩაგივარდა

უცაბედად კოხტა გოგო შეგიყვარდა

/ყველასა გთხოვთ შეიყვაროთ მხოლოდ ერთი

რად გინდათ რომ ბევრს ეფიცოთ ერთი ღმერთი/

 

//მოდი გამახარე გოგო, მოდი შემირიგდი გოგო

დამიბრუნე ჩემი ძველი სიყვარული//

შავი თვალები
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

შავი თვალები

 

შავი თვალები რა თვალებია

შავი თვალები გულით ვატარო

/მინდა რომ კარგო გულში ჩაგიკრა

ქვეყნად გატარო, ქვეყნად გატარო/

 

რატომ იზრდება ქვეყნად ყვავილი

თუ სიყვარულით იგი დაჭკნება

/რად იბადება ის ახალგაზრდა

ვინც სიყვარულით დაიტანჯება/

 

გაზაფხულდება გამოიღვიძებს

გაიშლებიან ქვეყნად ვარდები

/მაშინ მე კარგო ვარდებს მოგიტან

მოგეფერები, მოგეფერები/

 

შენ ჯვარს დაიწერ აგუგუნდება

სვეტიცხოველის წმინდა ზარები

/შენ სხვას გაყვები მაგრამ იცოდე

იმ სხვაზე მეტად მე მეყვარები/

 

ღვინო-არაყი მე ვერ დამათრობს

ყანცებით რომ სვა ჩემო სიცოცხლე

/მე მხოლოდ შენი თვალები მათრობს

და ეს თვალები ღმერთო მიცოცხლე/

ეგ სახე
+ სიმღერის შესახებ

ეს სასიყვარულო სიმღერა პოპულარული გახდა დარეჯანის ნათესავის ზურა მირზაშვილის მეშვეობით, რომელიც ანსამბლ ''ანანურის'' სოლისტია.

+ ლირიკა

ეგ სახე

 

ეგ სახე მყინვართა სარკეშიც მინახავს

მაღალ მთებს ქარაფებს აფრქვევდი მინანქარს

/ეგ თმები კლდებზე ჩანჩქერად მინახავს

ალი ხარ ქალი ხარ, მითხარი ვინა ხარ/

 

არ გეყო ძალით რომ დაიპყარ ეს გული

ახლა მთებს მიადექ რისთვის, წარბშეკრული

/უფრთხილდი ლამაზო მთა განა გულია

აქ ყველგან ქარიშხლით მთაც განაბულია/

 

პირველი მივუძეხ გამოვსცდი მთამსვლელებს

ხან თოვლი მეყრება, ხან წვიმა მასველებს

/მეც შენმა სურვილმა მთამსვლელად მაქცია

წერაქვი მიჭირავს წრიაპი მაცვია/

 

მე შენი სიმკაცრის ნაპრალში ვვარდები

ძვირფასო საშველად ნუ დაგვიანდები

/მე ყველა ნაპრალზე ეს მეტად მაშინებს

კვლავ ხელი მომხვიე კვლავ გადამარჩინე/

ქალავ სიცოცხლე
+ სიმღერის შესახებ

სატრფიალო.

+ ლირიკა

ქალავ სიცოცხლე 

 

ქალავ სიცოცხლე დამწველო გულისა

თითები მიგიგავს ბროლისა თლილისა

/ჩემი ხარ ეგ ხელი მე სურა მგონია

ვეღარსად წამიხვალ რა ბედი გქონია/

 

დაფასთან წვალება ღამენი ნათევი

შემეხო ჩემია ეგ ბროლის მკლავები

/ანკარა წყარო ხარ ქვიშაში ნაჟური

ჩემს წილად გაზრდილო რა ბედი გქონია/

 

შევხარი ბუნებას ყვავილებს ბალახებს

იფნი ხარ ეგ წელი ლერწამი მგონია

/ანკარა წყარო ხარ ქვიშაში ნაჟური

ჩემს წილად გაზრდილო რა ბედი გქონია/